1.საქმიანობის პროცესში აკვაკულტურის სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს:
ა) აკვაკულტურის წარმოების ბიოლოგიურად დასაბუთებული და მდგრადი განვითარება;
ბ) ოპტიმალური პირობების შექმნა აკვაკულტურის წარმოების, მაქსიმალური მდგრადი მოსავლიანობისა და განვითარებისათვის;
გ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ეკოსისტემაზე არასასურველი ზემოქმედების პრევენცია და აღმოფხვრა;
დ) ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ზიანს არ მიაყენებს აკვაკულტურის რესურსებს, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, წყლის ეკოსისტემებს, ჰაბიტატებსა და სახეობებს.
2. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს აკვაკულტურის ცხოველთა კეთილდღეობა, რომელიც მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
ა) უვნებელი და კეთილსაიმედო გარემო;
ბ) კვების სათანადო რაციონის შერჩევა და მართვა;
გ) დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
დ) სათანადო ვეტერინარული ზედამხედველობა;
ე) ჰუმანური მოპყრობა და მოკვდინება.
3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ზოგადი მოთხოვნებისა, აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სხვა მოთხოვნების შესრულებ