1. ინტეგრირებული მულტიტროფიკული აკვაკულტურის სისტემაში აკვაკულტურის ობიექტების სხვადასხვა სახეობის ერთდროულად მოშენებისა და კომბინაციის ოპტიმიზაციისათვის, სისტემაში არსებული ყველა სახეობისათვის, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები და კრიტერიუმები:
ა) ურთიერთშემავსებელი ფუნქცია;
ბ) ადაპტაციის უნარი;
გ) მოშენების ტექნოლოგია;
დ) უნარი, უზრუნველყონ ეფექტური და უწყვეტი ბიო-მიტიგაცია (შერბილება);
ე) კომერციალიზაციის პოტენციალი;
ვ)მათი როლი (წვლილი) გარემოს ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.
2. ინტეგრირებულ მულტიტროფიკულ აკვაკულტურის სისტემაში სახეობები მოშენებული უნდა იქნეს ისეთი სიმჭიდროვით, რომ სრულ ტექნოლოგიურ ციკლში უზრუნველყოფილი იქნეს ნარჩენების, აუთვისებელი (შეუჭმელი) საკვების, საკვები ნივთიერებების და ცხოველმოქმედების თანმდევი პროდუქტების ოპტიმალურად შთანთქმა და გამოყენება სისტემაში შემავალი სხვადასხვა აკვაკულტურის ობიექტების მიერ.
3. ეფექტური ინტეგრირებული მულტიტროფიკული აკვაკულტურის (იმაკ) განხორციელებისას მაქსიმალური მდგრადი მოსავლიანობა მიღწეული უნდა იქნეს ყველა აკვაკულტურის ობიექტისათვის.
4. თუ აკვაკულტურის სხვადასხვა სუბიექტები ახორციელებენ ინტეგრირებულ მულტიტროფიკულ აკვაკულტურას, მათი განკარგვის ქვეშ არსებულ წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციები ერთმანეთისგან დაშორებული უნდა იყვნენ არანაკლებ 50 მეტრი