1. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია წყლის რესურსები გამოყენოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა) უზრუნველყოს, რომ წყალი, რომელშიც ხდება აკვაკულტურის ობიექტების მოშენება, იყოს სათანადო ხარისხის, რათა დაცულ იქნეს ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი აკვაკულტურის პროდუქციის უვნებლობა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) აკვაკულტურის საქმიანობა არ უნდა განახორციელოს ისეთ ადგილებში, სადაც მაღალია წყლის დაბინძურების რისკი;

გ) სადაც ეს შესაძლებელია, განახორციელოს წყლის გამოყენების შემცირება/ოპტიმიზაცია წყლის განმეორებითი გამოყენების ან რეცირკულაციის გზით;

დ) მდინარეთა მონაკვეთებზე ექსტენსიური აკვაკულტურის განხორციელებისას აკვაკულტურის საქმიანობისას უზრუნველყოს წყლის დონის ისეთი რეჟიმის შენარჩუნება, რომლითაც მიღწეული იქნება ნორმალურ პირობები წყალამღებების მუშაობისათვის, თევზის მომწიფებისათვის და გაზრდისათვის;

ე) ზედაპირული წყლების დაცვა განახორციელოს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების, მათ შორის,, ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების შესაბამისად. აკვაკულტურის საქმიანობისათვის გამოყენებული წყლის ხარისხის მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №425 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნებს;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისთვის რეგულარულად განახორციელოს გამოყენებული წყლის ხარისხის თვითკონტროლი.

2. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების შემთხვევაში, აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად წარმოსადგენი წყლის ხარისხის პარამეტრები განისაზღვრება „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისა