1 .აკვაკულტურის მოშენებისათვის გამოყენებული ცხოველის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, აკვაკულტურის მოშენებისათვის გამოყენებული ცხოველის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს ასევე შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კვებისათვის გამოყენებული მეთოდები უნდა უზრუნველყოფდეს აკვაკულტურის ცხოველის ზრდის ოპტიმიზაციას და ცხოველის საკვების მინიმალურ დანაკარგებს;

ბ) აკვაკულტურის კვებისთვის გამოყენებული საკვები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამობოდეს კულტივირებული სახეობის კვებით მოთხოვნებს;

გ) ცხოველის საკვები ან ცხოველის საკვების მასალა გამოყენებული უნდა იქნეს ვარგისიანობის ვადის გასვლამდე;

დ) ცხოველის საკვები უნდა ინახებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული შენახვის პირობების შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი გაფუჭება, ობის სოკოების ზრდა და დაბინძურება;

ე) საკვები არ უნდა შეიცავდეს ინგრედიენტად პესტიციდის, ქიმიურ დამაბინძურებლების, მიკრობულ ტოქსინების და სხვა მინარევების ისეთ რაოდენობას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს მისი უვნებლობისათვის;

ვ) ცხოველის საკვები და ინგრედიენტები, რომელიც საწარმოო გზით არის მიღებული, უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული და მისი შემადგენლობა შესაბამისობაში უნდა იყოს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობასთან;

ზ) ცხოველის საკვებში დამატებული უნდა იქნეს მხოლოდ ცხოველთა საკვებში გამოყენებისათვის დაშვებული საკვები დანამატები, ზრდის სტიმულატორები და საღებავები დაშვებული რაოდენობით;

თ) თევზის ფერმაში ცხოველის საკვებად მიწოდებული ახალი და გაყინული თევზი უნდა იყოს კეთილხარისხიანი;

ი) ცხოველის საკვები, რომელიც შეიცავს სამკურნალო საშუალებებს, ეტიკეტზე უნდა შეიცავდეს სათანადო მინიშნებას და უნდა ინახებოდეს განცალკევებით. მისი გამოყენება უნდა მოხდეს თანმხლები ინსტრუქციის შესაბამისად.

3. აკვაკულტურის ცხოველის ზრდის, და აკვაკულტურის წარმადობის ოპტიმიზაციისათვის, ცხოველის საკვების დანაკარგების შემცირებისათვის, გამოყენებული უნდა იქნეს კვების ეფექტური და ადაპტირებული მეთოდები. უპირატესია ბუნებრივი საკვების გამოყენებ