1. აკვაკულტურის ცხოველის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ცხოველთა კეთილდღეობის დაცვით და გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) უზრუნველყოფილი იქნეს აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის დაცვა;

ბ) ტრანსპორტირების დროს რეზერვუარში არსებულ წყალში შენარჩუნებული უნდა იქნეს ჟანგბადის სათანადო დონე და წყლის სათანადო ტემპერატურა;

გ) მინიმუმამდე უნდა იქნეს შემცირებული სტრესის გამომწვევი სხვა ფაქტორები;

დ) წყლის გამოცვლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ წარმოიქმნას აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის საფრთხე.

2. აკვაკულტურის ცხოველი, ბაზარზე განთავსების მიზნით ტრანსპორტირებისას, ექვემდებარება ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარულ) სერტიფიცირება