მუხლი 22. აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა
თავი VI — აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული
1. აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი გადაცემის დამტკიცების შემთხვევაში. აკვაკულტურის ნებართვის გადაცემის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის გამცემს შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს. აკვაკულტურის ნებართვის მიმღებმა უნდა დაადასტუროს სანებართვო პირობების შესრულების შესაძლებლობა, რის საფუძველზედაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს 3 დღის ვადაში სანებართვო რეესტრში შეაქვს სათანადო ცვლილება და გასცემს სანებართვო მოწმობას.
2. (ამოღებულია - 26.06.2025, №796).
3. პირი, რომელსაც აკვაკულტურის ნებართვა გადაეცა, პასუხისმგებელია სანებართვო პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის.
4. აკვაკულტურის ნებართვის მიმღები უფლებამოსილია აკვაკულტურის საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ სანებართვო პირობებისა და დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულების აღებისა და აკვაკულტურის ნებართვის მისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის აკვაკულტურის ნებართვის გამცემისთვის წარდგენის შემდეგ.
5. იჯარის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემამდე სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ქონების მესაკუთრის თანხმობა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025
მთავარი მონაცემები
ვადა3 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა 1. აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი გადაცემის დამტკიცების შემთხვევაში. აკვაკულტურის ნებართვის გადაცემის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის გამცემს შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს. აკვაკულტურის ნებართვის მიმღებმა უნდა დაადასტუროს სანებართვო პირობების შესრულების შესაძლებლობა, რის საფუძველზედაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს 3 დღის ვადაში სანებართვო რეესტრში შეაქვს სათანადო ცვლილება და გასცემს სანებართვო მოწმობას. 2. თუ (აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემამდე აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი იმავდროულად იყო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული ის პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი და აკვაკულტურის ნებართვის მიმღები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავენ განცხადებით შესაბამის გადაწყვეტილებათა რეესტრში სათანადო ცვლილების შესატანად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დედნის მისაღებად და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გარემოსდაცვითი პირობების დასადგენად - 26. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი პირობების დარღვევისას თითოეული სუბიექტის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ინდივიდუალურად06.2025, მისთვის დადგენილი გარემოსდაცვითი პირობების შესაბამისად№796). გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო წარდგენილ განაცხადს და თანდართულ დოკუმენტებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 3. პირი, რომელსაც აკვაკულტურის ნებართვა გადაეცა, პასუხისმგებელია სანებართვო პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის. 4. აკვაკულტურის ნებართვის მიმღები უფლებამოსილია აკვაკულტურის საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ სანებართვო პირობებისა და დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულების აღებისა და აკვაკულტურის ნებართვის მისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის აკვაკულტურის ნებართვის გამცემისთვის წარდგენის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 5. იჯარის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემამდე სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ქონების მესაკუთრის თანხმობა.