1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლება არ იძლევა იჯარით აღებული არეალის აკვაკულტურის ნებართვის გარეშე გამოყენების უფლებას.
2. თუ აკვაკულტურის ნებართვა გაუქმდა ან აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადა არ გაგრძელდა, სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე იჯარის უფლება წყდება.
3. თუ აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლება შეწყდა ან ამოიწურა, ამ მუხლის საფუძველზე აკვაკულტურის ნებართვა უქმდება.
4. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების შეწყვეტის უზრუნველსაყოფად აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ ეცნობება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1099 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1099
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. აკვაკულტურის ნებართვისა და აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების ურთიერთდამოკიდებულება 1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლება არ იძლევა იჯარით აღებული არეალის აკვაკულტურის ნებართვის გარეშე გამოყენების უფლებას. 2. თუ აკვაკულტურის ნებართვა გაუქმდა ან აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადა არ გაგრძელდა, სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე იჯარის უფლება წყდება. 3. თუ აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლება შეწყდა ან ამოიწურა, ამ მუხლის საფუძველზე აკვაკულტურის ნებართვა უქმდება. 4. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების შეწყვეტის უზრუნველსაყოფად აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ ეცნობება შესაბამისი ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს.