1. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო/სავალდებულო იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აკვაკულტურის სუბიექტსა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს შორის. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის მიზნებისთვის ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სანებართვო საფასურს/მოსაკრებელს.
2. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის ხელშეკრულება განსაზღვრავს იჯარის პირობებს, მათ შორის, ადგენს იჯარის ვადას და მისი გაგრძელების შესაძლებლობას, საიჯარო ფართობის ადგილმდებარეობასა და გეოგრაფიულ კოორდინატებს, საიჯარო ქირის ოდენობას.
3. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების ვადას. იჯარის უფლება შეიძლება გაგრძელდეს, თუ აკვაკულტურის სუბიექტი არ არღვევს იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იჯარის პირობებს.
4. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად იჯარით გაცემულ სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე იჯარის უფლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1099 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1099
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად იჯარის მოთხოვნა 1. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო/სავალდებულო იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აკვაკულტურის სუბიექტსა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონებ პირს/ორგანკოს შორის. სახელმწიფო ტყის ტერგიტორიაზე აკვაკულტურის/ექსტენსიუფრი აკვაკულტურის მიზნებისთვის ტყითსამრგებლობის განსახორციელებლად დაის მქონტერესებული პირი იხდის/ მხოლოდ საქარგთველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სანებართვო საფასურის/მოსაკრებელს. 2. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის ხელშეკრულება განსაზღვრავს იჯარის პირობებს, მათ შორის, ადგენს იჯარის ვადას და მისი გაგრძელების შესაძლებლობას, საიჯარო ფართობის ადგილმდებარეობასა და გეოგრაფიულ კოორდინატებს, საიჯარო ქირის ოდენობას. 3. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების ვადას. იჯარის უფლება შეიძლება გაგრძელდეს, თუ აკვაკულტურის სუბიექტი არ არღვევს იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იჯარის პირობებს. 4. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად იჯარით გაცემულ სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე იჯარის უფლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა.