1. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა (აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება) აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონაში.
2. აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა სივრცითი დაგეგმვის (საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების) ფარგლებში, სამეცნიერო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
3. აკვაკულტურისთვის ზონა გამოიყოფა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი დასკვნისა და აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს წინადადების გათვალისწინებით.
4. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ინფორმაციას თან ახლავს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №684 – ვებგვერდი, 16.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.06.2025 კანონი №684
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა 1. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა (აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება) აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონაში. 2. აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა სივრცითი დაგეგმვის (საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების) ფარგლებში, სამეცნიერო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. 3. აკვაკულტურისთვის ზონა გამოიყოფა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, საჯქართველოსა ეკონომართლის კიუსა და მდგრიადიულ განვი პითარების − საზღვაო ტრამინისპორტიროს სისტემააგში შენტოს დმავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართზღველოს სახელმწიფო ჰიდტრანსპოგრაფტიული ს ამსახურიაგენტოს შესაბამისი დასკვნისა და აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს წინადადების გათვალისწინებით. 4. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ინფორმაციას თან ახლავს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.