1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ აკვაკულტურის ცხოველების და მათი პროდუქტების ბაზარზე განთავსებამ საფრთხე არ შეუქმნას დანიშნულების ადგილზე აკვაკულტურის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ დაავადებებთან დაკავშირებით.

2. აკვაკულტურის ცხოველების გადაადგილების დეტალური წესები განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ზონებსა და კომპარტმენტებს შორის განსაზღვრულია დანართი №1-ით „აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის