1. ამ წესის 24-ე-39-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, აკვაკულტურის ცხოველი, რომელიც განთავსდება ბაზარზე მოშენებისათვის:

ა) უნდა იყოს კლინიკურად ჯანმრთელი;

ბ) არ უნდა იყოს წარმოშობილი ფერმიდან ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალიდან, სადაც არის რაიმე სახის დაუდგენელი გაზრდილი სიკვდილიანობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ასევე გამოიყენება იმ დაავადებებთან და მათ ამთვისებელ სახეობებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის განსაზღვრული დანართი №3–ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4–ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გაუთვალისწინებლად, სააგენტომ შეიძლება დაუშვას მათი ბაზარზე განთავსება, რისკის შეფასების საფუძველზე, იმ პირობით, რომ ცხოველები წარმოშობით არიან ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის იმ ნაწილიდან, რომელიც დამოუკიდებლად (განცალკევებით) მდებარეობს იმ ეპიდემიოლოგიური ერთეულისგან, სადაც გაზრდილი სიკვდილიანობაა.

4. აკვაკულტურის ცხოველი, რომელიც განკუთვნილია გასანადგურებლად ან დასაკლავად ამ წესის 24-ე-39-ე მუხლებით გათვალისწინებული დაავადების კონტროლის ზომებიდან გამომდინარე, არ უნდა განთავსდეს ბაზარზე მოშენებისა და აღწარმოებისათვის.

5. აკვაკულტურის ცხოველი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაშვებული იქნეს ველურ გარემოში აღწარმოებისათვის ან სამონადირეო თევზჭერის ადგილებში, თუ ის:

ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს;

ბ) წარმოშობილია ფერმიდან ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალიდან რომლის ჯანმრთელობის სტატუსი შეესაბამება ამ წესის დანართი №1-ით „აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“ დადგენილ მოთხოვნებს და სულ მცირე არის ექვივალენტური იმ წყლების ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სადაც უნდა მოხდეს მათი გაშვება.

6. სააგენტომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის აკვაკულტურის ცხოველი წარმოშობილი უნდა იყოს ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მიჩნეული დაავადებებისგან თავისუფალი ზონიდან ან კომპარტმენტიდან. სააგენტოს ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ამ პუნქტის გამოყენება ამ წესის 39-ე მუხლის შესაბამისად შემუშავებულ და გამოყენებულ პროგრამებშ