1. ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველის ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ერთი ან მეტი დაავადების ამთვისებელი სახეობები, რომლებიც დაჭერილ იქნა ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც არ არის მიჩნეული დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განთავსდნენ შესაბამის საკარანტინო ობიექტში სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, იმ დროის მანძილზე, რომელიც საკმარისი იქნება გადამდები დაავადების გავრცელების რისკის მისაღებ დონემდე შესამცირებლად, ვიდრე მოხდება მათი გაშვება ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში, რომლებიც განთავსებულია ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლის შესაბამისად.

2. სააგენტომ შეიძლება დაუშვას ლაგუნის აკვაკულტურის არაინტენსიური ტრადიციული პრაქტიკა (traditional extensive lagoon aquaculture practice) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კარანტინის გარეშე, იმ პირობით, რომ რისკის შეფასება განხხორციელდა და ეს რისკი არ ითვლება უფრო მაღალ რისკად ვიდრე ამ მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებით არის მოსალოდნელ