1. ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი შეიტანება ამ წესის 21-ე მუხლით განსაზღვრულ სიაში, თუ სააგენტოს შეფასებამ ამ ქვეყნის ან ქვეყნის ნაწილის შესახებ აჩვენა, რომ კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს სათანადო გარანტიებს ამ წესით დადგენილ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

2. სააგენტომ უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული ქვეყნის ან ქვეყნის ნაწილის ინსპექტირება შეფასების დასრულებისთვის (სრულყოფისთვის) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის № 426 დადგენილების შესაბამისად.

3. ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სიის შედგენის ან განახლების დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

ა) ქვეყნის კანონმდებლობას;

ბ) ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს სტრუქტურას (მოწყობას) და მისი ინსპექტირების სერვისს, ამ სამსახურების უფლებამოსილებას, რომლის კონტროლსაც ისინი ექვემდებარებიან და ვის განკარგულებაშიც არიან, მათ შორის თანამშრომელთა შესაძლებლობა მათი კანონმდებლობის ეფექტურად გამოყენებისათვის;

გ) ცოცხალი აკვაკულტურის ცხოველების წარმოებასთან, დამზადებასთან, ჰენდლინგთან, შენახვასთან და განაწილებასთან დაკავშირებულ მოქმედ ჯანმრთელობის მოთხოვნებს წყლის ცხოველებისთვის;

დ) გარანტიებს, რომელსაც ქვეყნის კომპეტენტური ორგანო გასცემს შესაბამისობასთან ან ეკვივალენტურობასთან დაკავშირებით, შესაბამისი წყლის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით;

ე) ქვეყნიდან ცოცხალი აკვაკულტურის ცხოველების ბაზარზე განთავსების ნებისმიერ გამოცდილებას და იმპორტისათვის ჩატარებულ კონტროლის შედეგებს;

ვ) სააგენტოს მიერ ჩატარებულ შეფასების შედეგებს;

ზ) ქვეყანაში ფერმის ან ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით ეგზოტიკური ცხოველების დაავადებებს და წყლის ცხოველების ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ ასპექტებს ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას წყლის ცხოველების ჯანმრთელობას საქართველოში;

თ) რეგულარულობას, სიჩქარესა და სიზუსტეს, რომლითაც ქვეყანა აწვდის ინფორმაციას ინფექციური ან წყლის ცხოველების გადამდები დაავადებების შესახებ მისი ტერიტორიის შიგნით, კერძოდ იმ დაავადებების შეტყობინების შესახებ, რომელიც განსაზღვრულია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (OIE);

ი) წყლის ცხოველების დაავადებების პრევენციასა და კონტროლის წესებს, რომლებიც მოქმედებს ქვეყანაში და მათი იმპლემენტაცია (განხორციელება), მათ შორის სხვა ქვეყნებიდან იმპორტის წესებს.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სია შედგენილი, განახლებული და ხელმისაწვდომი იქნეს საზოგადოებისათვის. სიები შეიძლება გაერთიანდეს (ერთობლივად გამოიყენონ) სხვა სიებთან, რომლებიც შედგენილია ცხოველთა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნი