1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ეპიდემიოლოგიური მოკვლევა, რომელიც დაწყებულია ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხორციელდება იქ, სადაც ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულს:

ა) ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადებების არსებობას ქვეყანაში;

ბ) ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებების არსებობას ქვეყნაში, ზონაში ან კომპარტმენტებში ამ დაავადების I ან III კატეგორიის ჯანმრთელობის სტატუსით ამ წესის დანართი №1-ის ,,აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“ შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეპიდემიოლოგიური მოკვლევა მიზნად უნდა ისახავდეს:

ა) დაბინძურების შესაძლო წყაროსა და საშუალებების განსაზღვრას;

ბ) ამ წესის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ეჭვის შეტყობინებამდე დატოვეს თუ არა აკვაკულტურის ცხოველებმა ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი;

გ) სხვა ფერმების დაინფიცირების შესახებ მონაცემების შეგროვებას.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეპიდემიოლოგიური მოკვლევა აჩვენებს, რომ დაავადება შეიძლება გავრცელებული იყოს ერთ ან მეტ ფერმაში, მოლუსკების მოსაშენებელი არეალში ან ღია წყლებში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, ამ წესის 25-ე მუხლით განსაზღვრული ზომების გატარება ასეთ ფერმაში, მოლუსკების მოსაშენებელი არეალში ან ღია წყლებში.

4. გაფართოებულ წყლის შემკრები არეალის ან სანაპირო არეალის შემთხვევაში, სააგენტომ შეიძლება გადაწყვიტოს ამ წესის 25-ე მუხლის გამოყენების შეზღუდვა ნაკლებად გაფართოებულ არეალთან დაკავშირებით, ფერმასთან ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალთან მიმდებარე ტერიტორიაზე (სიახლოვეში), რომლზეც არსებობს დაავადების ეჭვი, როდესაც ის მიიჩნევს, რომ ასეთი ნაკლებად გაფართოებული არეალი არის საკმარისად დიდი, რათა იყოს გარანტია, რომ დაავადება არ გავრცელდება.

5. საჭიროების შემთხვევაში, დაავადებაზე ეჭვის არსებობისას უნდა მოხდეს მეზობელი ქვეყნ(ებ)ის ინფორმირებ