1. ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული წყლის ცხოველების დაავადებაზე საფუძვლიანი ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.
2. წყლის ცხოველების გაზრდილი სიკვდილიანობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს შემდგომი მოკვლევისათვის.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი შემთხვევების შეტყობინების ვალდებულებები ეკისრება:
ა) მფლობელს ან ნებისმიერ პირს, რომელიც პასუხისმგებელია წყლის ცხოველებზე;
ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს აკვაკულტურის ცხოველების ტრანსპორტირებისას;
გ) კერძო ვეტერინარს და სხვა პროფილის სპეციალისტებს, რომლებიც ჩართულნი არიან წყლის ცხოველების ჯანმრთელობის სერვისში;
დ) სახელმწიფო ვეტერინარს, სახელმწიფო ან კერძო ლაბორატორიებს;
ე) ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც პროფესიონალური შეხება აქვს წყლის ცხოველების ამთვისებელ სახეობებთან ან ასეთი ცხოველების პროდუქტებთან.
4. სააგენტომ 24 საათის განმავლობაში დადგენილი წესით უნდა შეატყობინოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE) შემდეგის დადასტურების შემთხვევაში:
ა) ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადებების შესახებ;
ბ) ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებების შესახებ, როდესაც ქვეყანა, ზონა ან კომპარტმენტი მიჩნეული იყო ამ დაავადებისგან თავისუფლა