1. ამ წესის მე-17 და ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ გამოიყენება ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ აკვაკულტურის ცხოველის ერთი ან მეტი დაავადების ამთვისებელ სახეობებზე, ან მათ პროდუქტებზე, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე შემდგომი გადამუშავების გარეშე ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, იმ პირობით, რომ ისინი დაფასოებულია საცალო გაყიდვის პაკეტებში, რომლებიც შეესაბამება შეფუთვისა და მარკირების შესახებ „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. თუ ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ერთი ან მეტი დაავადებების ამთვისებელი მოლუსკების და კიბოსნაირების სახეობები არიან დროებით განთავსებულები ქვეყნის წყლებში ან გამანაწილებელ ცენტრში, პურიფიკაციის (გამწმენდ) ცენტრში ან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებ