1. იმისათვის, რომ აკვაკულტურის ცხოველის დაავადებების ამთვისებელი სახეობები შეყვანილი იქნეს მოსაშენებელად ან აღწარმოებისათვის ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია სპეციფიკური დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა იყვნენ წარმოშობილი სხვა ზონიდან ან კომპარტმენტიდან, რომელიც ასევე მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად.
2. როდესაც მეცნიერულად შეიძლება დადასტურდეს, რომ სიცოცხლის კონკრეტულ ეტაპზე სპეციფიკური დაავადების ამთვისებელი სახეობები არ გაავრცელებენ ამ დაავადებას, ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გავრცელდება სიცოცხლის ამ ეტაპზე.
3. ვექტორი სახეობების ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტი, დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მასში შევიდეს ცვლილებები სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინები