1. აკვაკულტურის ცხოველის არაეგზოტიკური დაავადებების ამთვისებელი სახეობები, რომელებიც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და მისი პროდუქტები, შეიძლება განთავსდეს ბაზარზე შემდგომი გადამუშავების მიზნით ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ ისინი აკმაყოფილებენ ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ პირობას:
ა) წარმოშობილია ზონიდან ან კომპარტმენტიდან, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად;
ბ) გადამუშავება მოხდა ავტორიზებულ გადამამუშავებელ საწარმოში ისეთ პირობებში, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული დაავადების გავრცელება;
გ) თევზი დაიკლა და გამოიშიგნა განაწილებამდე ან კიბოსნაირები და მოლუსკები განაწილდა, როგორც გადაუმუშავებელი ან გადამუშავებული პროდუქტები.
2. ცოცხალი აკვაკულტურის ცხოველის არაეგზოტიკური დაავადებების ამთვისებელი სახეობები, რომელებიც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №4 -ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“, და განთავსებულია ბაზარზე შემდგომი გადამუშავების მიზნით ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შეიძლება მხოლოდ დროებით იქნეს შენახული გადამუშავების ადგილზე, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ განსაზღვრულიდან ერთ-ერთს:
ა) წარმოშობილია სხვა ზონიდან ან კომპარტმენტიდან, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად;
ბ) დროებით ინახება ისეთ გამანაწილებელ ცენტრში, პურიფიკაციის (გამწმენდ) ცენტრში ან მსგავს საწარმოში, რომლებიც აღჭურვილია ჩამდინარე წყლების შესაბამისი გაწმენდის/დამუშავების სისტემით, რომელიც ახდენს ამ პათოგენების ინაქტივაციას ან ექვემდებარება სხვა ტიპის გაწმენდა/დამუშავებას, რომელიც ამცირებს ბუნებრივ წყლებში გადამდები დაავადებების რისკს მისაღებ დონემდ