1. როდესაც სამეცნიერო მონაცემები ან პრაქტიკული გამოცდილება ასაბუთებს, რომ სახეობებმა, გარდა ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული სახეობებისა, შეიძლება გადასცენ კონკრეტული დაავადება, როდესაც ისინი მოქმედებენ, როგორც ვექტორული სახეობები, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სადაც ისინი წარმოდგენილია მოსაშენებელად ან აღწარმოებისათვის ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ კონკრეტული დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასეთი ვექტორული სახეობები უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულთაგან ერთ-ერთს:

ა) იყოს წარმოშობით სხვა ზონიდან ან კომპარტმენტიდან, რომელიც მიჩნეულია ამ კონკრეტული დაავადებისგან თავისუფლად;

ბ) განთავსდნენ საკარანტინო ობიექტში, წყალში, რომელიც თავისუფალია ამ პათოგენისგან, დროის შესაბამისი პერიოდით, სამეცნიერო მონაცემების და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, იმ პირობით რომ ის ადასტურებს, რომ ეს მოქმედება საკმარისია კონკრეტული დაავადების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად იმ დონემდე, რაც საკმარისი იქნება ამ დაავადების გავრცელების პრევენციისთვის.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ვექტორული სახეობების შესახებ ჩამონათვალი და პირობები, რომლის დროსაც ამ სახეობებს შეუძლიათ დაავადების გადატანა, დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანება სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინები