ა) ჰქონდეს შესაბამისი ფიზიკური ბარიერები შესვლის და გასვლის პუნქტებში;

ბ) ღიობები შესაბამისი ზომის ვექტორისგან დასაცავად დაფარული უნდა იქნეს დამცავი ბადით, რომელიც რეგულარულად უნდა გაიჟღინთოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინსექტიციდით, მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად;

გ) ვექტორზე ზედამხედველობა და კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს ვექტორისგან დაცულ სადგომში და მის ირგვლივ;

დ) უნდა ტარდებოდეს შესაბამისი ზომები ვექტორისგან დაცული სადგომის სიახლოვეს ვექტორების გამრავლების ადგილების შეზღუდვის ან აღმოფხვრის მიზნით;

ე) უნდა ჰქონდეთ სტანდარტული სამუშაო პროცედურები, მათ შორის სარეზერვო და სიგნალიზაციის (ავარიული) სისტემების აღწერილობა, ვექტორისგან დაცული სადგომის ფუნქციონირებისა და ცხოველთა ჩატვირთვის ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის.

2. სააგენტომ უნდა მიიჩნიოს სადგომი ვექტორისგან დაცულად და გასცეს ავტორიზაცია თუ ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია. სააგენტო ვალდებულია შეამოწმოს შესაბამისი სიხშირით ვექტორისგან დაცულ სადგომში ვექტორების ხაფანგის გამოყენებით განხორციელებული ზომების ეფექტურობა, მაგრამ დაცვისთვის გათვალისწინებულ პერიოდში მინიმუმ სამჯერ (ამ პერიოდის დასაწყისში, განმავლობაში და ბოლოს).

თავი VII

ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გასვლაზე დაწესებული აკრძალვისგან გათავისუფლების პირობე