2. საგანგებო გეგმის შედგენისას, სულ მცირე, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:

ა) ყველა საგანგებო ზომის კოორდინირებისათვის კრიზისების მართვის ერთეულის შექმნა ეროვნულ დონეზე;

ბ) ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციის მიზნით ადეკვატურად აღჭურვილი ადგილობრივი საგანგებო ცენტრების ჩამონათვალი;

გ) დეტალური ინფორმაცია საგანგებო ზომებზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი პერსონალის შესახებ, მათი კვალიფიკაცია და მათი პასუხისმგებლობა;

დ) შესაძლებლობა, თითოეული ადგილობრივი ცენტრისათვის, შეუფერხებლად დაუკავშირდნენ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც აფეთქების შედეგად იმყოფებიან პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედების ქვეშ;

ე) საგანგებო ზომების სათანადოდ განხორციელებისათვის აუცილებელი მოწყობილობა/აღჭურვილობისა და მასალების ხელმისაწვდომობა;

ვ) დეტალური მითითებები განსახორციელებელი ზომების, მათ შორის კომპენსაციის, ცხოველის ტანხორცის განადგურების შესახებ, როდესაც ინფექციის შემთხვევები ან დაბინძურება საეჭვო ან დადასტურებულია;

ზ) სწავლების პროგრამები ადმინისტრაციული და სხვა პროცედურების შესახებ ცოდნის განახლებისა და გაღრმავების მიზნით;

თ) დიაგნოსტიკური ლაბორატორიებისათვის გაკვეთის (ავტოფსიის) ფუნქციის განხორციელება, სეროლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების და სხვ. ჩასატარებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და სწრაფი დიაგნოსტიკური ტექნიკის განახლება (მოთხოვნები ნიმუშების სწრაფი ტრანსპორტირების შესახებ განსაზღვრული უნდა იქნეს ამ მიზნით);

ი) ინფორმაცია ბლუთანგის საწინააღმდეგო ვაქცინების რაოდენობის შესახებ, რომელიც საჭიროა გადაუდებელი ვაქცინაციის საჭიროების შემთხვევაში;

კ) საგანგებო გეგმების განხორციელების მარეგულირებელი დოკუმენტები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმით შედგენილი გეგმები წარედგინება სამინისტროს შესათანხმებლად, ამ წესის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა. გეგმები შეიძლება შემდგომში დაემატოს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების შესაბამისა