სააგენტოს შეუძლია ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური ერთი ან რამდენიმე დააავდებისგან თავისუფლად გამოაცხადოს ზონა ან კომპარტმენტი ქვეყნის ტერიტორიაზე, როდესაც ის აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ პირობას:
ა) აღნიშნული დაავადების არც ერთი ამთვისებელი სახეობა არ არსებობს ზონაში ან კომპარტმენტში და სადაც შესაბამისია, მის წყლის წყაროში (რესურსში);
ბ) ცნობილია, რომ პათოგენს არ შეუძლია შეინარჩუნოს სიცოცხლის უნარიანობა ზონასა და კომპარტმენტში და სადაც შესაბამისია, მის წყლის წყაროში (რესურსში);
გ) ზონა ან კომპარტმენტი აკმაყოფილებს ამ წესის 56-ე-58-ე მუხლებით განსაზღვრულ პირობებ