1. ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, თითოეულ აკვაკულტურის წარმოებაზე, სააგენტოს მიერ რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
ა) აკვაკულტურის წარმოების დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა);
ბ) სარეგისტრაციო ნომერი და გაცემული ავტორიზაციის დეტალები (ცალკეული ავტორიზაცი(ებ)ის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდები ან ნომერი, წარმოების კონკრეტული პირობები და ავტორიზაციასთან/ავტორიზაციებთან დაკავშირებული შესაბამისი ნებისმიერი სხვა ინფორმაცია);
გ) შესაბამისი კოორდინატთა სისტემით განსაზღვრული ყველა ფერმის (შეძლებისდაგვარად გამოყენებულ უნდა იქნას GIS კოორდინატები) გეოგრაფიული ადგილმდებარეობა;
დ) წარმოების მიზანი, ტიპი (კულტურის სისტემის ტიპი, ან მოწყობილობები, როგორიცაა საზღვაო გალიები, მიწის ტბორი (earth ponds) და წარმოების მაქსიმალური რაოდენობა, სადაც ეს რეგულირებულია);
ე) კონტინენტური ფერმის, გამანაწილებელი ცენტრის და პურიფიკაციის (გამწმენდი) ცენტრის შემთხვევაში, ინფორმაცია ფერმის წყლით უზრუნველყოფისა (მომარაგების) და წყლის გადინების შესახებ;
ვ) ფერმაში გამოზრდილი აკვაკულტურის ცხოველების სახეობები (მრავალსახეობიანი ან დეკორატიული ფერმის შემთხვევაში, სულ მცირე, მითითებული უნდა იქნეს ინფორმაცია, არის თუ არა რომელიმე სახეობა დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული დაავადების ამთვისებელი ან ინფორმაცია ამ დაავადებების ვექტორზე);
ზ) ჯანმრთელობის სტატუსთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაცია (არის თუ არა ფერმა დაავადებისგან თავისუფალი (ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში მდებარე), არის თუ არა ფერმა ამგვარი სტატუსის მოპოვების პროგრამაში ჩართული, ან არის თუ არა ფერმა ამ წესის XI თავით განსაზღვრული დაავადებებით დაინფიცირებული).
2. თუ ავტორიზაცია ენიჭება მოლუსკების მოსაშენებელ არეალს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს ყველა აკვაკულტურის წარმოებისთვის, რომლებიც ფუნქციონირებენ მოლუსკების მოსაშენებელ არეალში. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ-ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს მოლუსკების მოსაშენებელი არეალის დონეზ