1. ეგზოტიკური დაავადებები უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტის „ა“ და/ან „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს:
ა) დაავადება ეგზოტიკურია ქვეყნისათვის, თუ დაავადება არ არის აკვაკულტურაში და არ არის ცნობილი პათოგენის არსებობა ქვეყნის წყლებში;
ბ) ქვეყანაში პათოგენის შემოჭრას თან სდევს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის პოტენციალი, ან ქვეყნის აკვაკულტურის წარმოების დანაკარგებზე ან აკვაკულტურის ცხოველებითა და პროდუქტებით ვაჭრობაზე შეზღუდვა;
გ) ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველების სახეობების პოპულაციებში (რომელიც მისი ღირებულების გამო დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით) პათოგენის შემოჭრის შემთხვევაში აქვს გარემოზე მავნე ზემოქმედების პოტენციალი.
2. არაეგზოტიკური დაავადებები უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებს:
ა) ქვეყანა ან მისი რეგიონები თავისუფალია კონკრეტული დაავადებისგან;
ბ) დაავადებისგან თავისუფალ ქვეყანაში დაავადების შეჭრას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის (ზემოქმედების) პოტენციალი, წარმოების დანაკარგით და რეგიონში აკვაკულტურის ამთვისებელი ცხოველების სახეობების დაავადებებთან და მის კონტროლთან დაკავშირებული ყოველწლიური ხარჯებით, რომელიც 5%-ით აღემატება მისი წარმოების ღირებულებას ან აკვაკულტურის ცხოველებითა და პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვით;
გ) დაავადებისგან თავისუფალ ქვეყანაში, ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველების სახეობების პოპულაციებში (რომელიც მისი ღირებულების გამო დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონდმებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით), დაავადების შეჭრამ აჩვენა მათი მავნე ზემოქმედება გარემოზე;
დ) მკაცრი კონტროლის ღონისძიებებისა და სავაჭრო შეზღუდვების გარეშე დაავადების გაკონტროლება და შეკავება რთულია ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალში;
ე) დაავადების გაკონტროლება შესაძლებელია ქვეყნის დონეზე, გამოცდილებამ აჩვენა, რომ შესაძლებელია შეიქმნას და შენარჩუნდეს დაავადებისგან თავისუფალი ზონები და კომპარტმენტები და რომ მათი შენარჩუნება ხარჯთსარგებლიანია;
ვ) აკვაკულტურის ცხოველების ბაზარზე განთავსების დროს, არსებობს მანამდე არადაინფიცირებულ არეალზე დაავადების გავრცელების რისკი;
ზ) დაინფიცირებული წყლის ცხოველებისთვის ხელმისაწვდომია სანდო და მარტივი ტესტები. ტესტები უნდა იყოს სპეციფიკური (specific), მგრძნობიარე და ტესტირების მეთოდი ევროკავშირის დონეზე ჰარმონიზებული.
ქვეყნის, ზონის ან კომპარტმენტის დაავადებისგან თავისუფლად მიჩნევასთან დაკავშირებული მოთხოვნე