1. დაავადებისაგან თავისუფალი სტატუსი სააგენტოს მიერ ენიჭება ქვეყანას თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ბიოუსაფრთხოების ძირითადი ღონისძიებები დაცულია:

ა) დაავადებისა და მისი საეჭვო შემთხვევების, სავალდებულოა შეტყობინება სააგენტოსათვის;

ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დანერგილია ადრეული გამოვლენის (დეტექციის) სისტემა, რაც საშუალებას აძლევს სააგენტოს განახორციელოს დაავადების ეფექტური მოკვლევა, ანგარიშგება და განსაკუთრებით კი უზრუნველყოს:

ბ.ა) ნებისმიერი კლინიკური ნიშნის სწრაფი ამოცნობა, რომელიც თავსებადია დაავადებაზე ეჭვთან, ახლად წარმოქმნილ დაავადებასთან ან ფერმაში, მოლუსკების მოსაშენებელ არეალში და ველურ გარემოში აუხსნელ სიკვდილიანობასთან;

ბ.ბ) შემთხვევის შესახებ სწრაფი კომუნიკაციის საფუძველზე დაუყოვნებელი დიაგნოსტიკური გამოკვლევის დაწყება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადრეული შეტყობინების სისტემა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგს:

ა) აკვაკულტურის წარმოებაში დასაქმებული ან აკვაკლტურის ცხოველების გადამუშავებაში ჩართული პერსონალის მიერ დაავადების არსებობის შესაბამისი ნიშნების ცოდნას, ვეტერინარებისა და წყლის ცხოველების ჯანმრთელობის სპეციალისტების სწავლებას იშვიათი დაავადების შემთხვევების გამოვლენასა და ანგარიშგებაზე;

ბ) ვეტერინარებისა და წყლის ცხოველების ჯანმრთელობის სპეციალისტების, სწავლებას საეჭვო დაავადების ამოცნობასა და ანგარიშგებაზე;

გ) სააგენტოს წვდომას ლაბორატორიებზე, რომელთაც აქვთ ამ წესის დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული და ახლადწარმოქმნილი დაავადებების დიაგნოსტიკისა და დიფერენცირების საშუალებები.

3. ქვეყანა, სადაც სამიზნე ზედამხედველობამდე უცნობი იყო ინფექციის სტატუსი (მაგალითად არ იყო კლინიკური გამოხატულებისთვის ხელსაყრელი პირობები), შეიძლება ჩაითვალოს კონკრეტული დაავადებისგან თავისუფლად, თუ:

ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაავადების კონტროლის ძირითად პირობებს;

ბ) ხორციელდება სამიზნე ზედამხედველობა დაავადების აგენტის გამოვლენის გარეშე სულ მცირე ორი წელი ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალში, რომელიც ეწევა რომელიმე ამთვისებელი სახეობის გამოზრდას.

4. ქვეყნის ტერიტორიაზე ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის შეზღუდული რაოდენობით არსებობისას, სადაც ამ ნაწილებში განხორციელებული სამიზნე ზედამხედველობა არ იძლევა საკმარის ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, მაგრამ არის რომელიმე ამთვისებელი სახეობის ველურ გარემოში მობინადრე პოპულაციები, ეს პოპულაციები უნდა დაექვემდებაროს სამიზნე ზედამხედველობა