1. აკვაკულტურის ზონებისა და კომპარტმენტების ჯანმრთელობის სტატუსი განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით ,,აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“.
2. ფერმებსა და მოლუსკების მოსაშენებელ არეალში რეკომედებული ზედამხედველობისა და ინსპექტირების სიხშირე განსაზღვრულია ამ წესის დანართი №2-ით „ფერმასა და მოლუსკების მოსაშენებელ არეალში რეკომენდირებული ზედამხედველობა და ინსპექტირება“.
3. პასიური ზედამხედველობა უნდა მოიცავდეს კონკრეტული (specified) დაავადებების გამოვლინებაზე ან ეჭვზე ან სიკვდილიანობის ნებისმიერ გაზრდილ რაოდენობაზე დაუყოვნებელ სავალდებულო შეტყობინებას. ამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ამ წესის 25-ე-27-ე მუხლების შესაბამისად.
4. აქტიური ზედამხედველობა უნდა მოიცავდეს:
ა) სააგენტოს ან მის მიერ დელეგირებული სხვა მაკონტროლებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ გეგმიურ ინსპექტირებას;
ბ) ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში წყლის ცხოველების პოპულაციის კლინიკურ შემოწმებას დაავადებებზე;
გ) ამ წესის დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4 -ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ დაავადებებზე ეჭვის შემთხვევაში აღებულ დიაგნოსტიკურ ნიმუშებს ან ინსპექტირების დროს შემჩნეულ გაზრდილ სიკვდილიანობას;
დ) კონკრეტული დაავადებების გამოვლინებაზე ან ეჭვზე ან სიკვდილიანობის ნებისმიერ გაზრდაზე, დაუყოვნებელ სავალდებულო შეტყობინებას.
5. სამიზნე ზედამხედველობა უნდა მოიცავდეს:
ა) სააგენტოს ან მის მიერ დელეგირებულ სხვა მაკონტროლებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ გეგმიურ ინსპექტირებას;
ბ) აკვაკულტურის ცხოველების დაგეგმილი ნიმუშების აღებას და გამოკვლევას კონკრეტული მეთოდებით კონკრეტულ პათოგენებზე;
გ) კონკრეტული (specified) დაავადებების გამოვლინებაზე ან ეჭვზე ან სიკვდილიანობის ნებისმიერ გაზრდილ რაოდენობაზე დაუყოვნებელ სავალდებულო შეტყობინებას.
დაავადების ჩამონათვალში შეტა