1. ამ წესის 45-ე მუხლის შესაბამისად, დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური ერთი ან რამდენიმე დააავდებისგან თავისუფლად მიჩნევის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია შეწყვიტოს სამიზნე ზედამხედველობა და შეინარჩუნოს დაავადებისგან თავისუფალი სტატუსი იმ პირობით, რომ არსებობს მოსალოდნელი დაავადების (disease in question) კლინიკური გამოვლინების ხელშემწყობი პირობები და ამ წესის შესაბამისი მოთხოვნები განხორციელებულია.

2. ქვეყანაში არსებულ დაავადებისგან თავისუფალ ზონებზე ან კომპარტმენტებზე, და ყველა შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი დაავადების კლინიკური გამოვლინების პირობები არახელშემწყობია, საჭიროების მიხედვით, უნდა გაგრძელდეს არსებული რისკის დონის შესაბამისი სამიზნე ზედამხედველობ