1. სააგენტომ უნდა შეიმუშავოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია დაავადების შესახებ მაღალი ცნობიერების შენარჩუნებისა და გარემოს დაცვისთვის.

2. საგანგებო გეგმა უნდა:

ა) უზრუნველყოფდეს სააგენტოს უფლებამოსილებასა და წვდომას ყველანაირ შენობა-ნაგებობაზე (ტერიტორიაზე), მოწყობილობა/აღჭურვილობაზე, პერსონალზე და სხვა შესაბამის მასალაზე, რომელიც აუცილებელია დაავადების აფეთქების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრისთვის;

ბ) ხელს უწყობდეს თანამშრომლობას მეზობელ ქვეყნებთან;

გ) იძლეოდეს, საჭიროების შესაბამისად, ზუსტ მითითებებს ვაქცინის მოთხოვნებსა და ვაქცინაციის პირობებზე, რომელებიც აუცილებელია გადაუდებელი (იძულებითი) ვაქცინაციის შემთხვევაში.

3. საგანგებო გეგმების შედგენისას, სააგენტომ უნდა დააკმაყოფილოს ამ წესის 59-ე მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები და მოთხოვნები.

4. სააგენტომ საგანგებო გეგმები დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს სამინისტროს. ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, სააგენტომ უნდა განაახლოს საგანგებო გეგმები.

5. საგანგებო გეგმა უნდა განხორციელდეს ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური ან ახლად წარმოქმნილი დაავადებების აფეთქების შემთხვევაშ