1. თუ ქვეყანაში არ არის ცნობილი ინფექციების არსებობის შესახებ, მაგრამ არც დანართი №4–ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ერთი ან მეტი არაეგზოტიკური დაავადებისგან თავისუფლად არ არის მიჩნეული (კატეგორია III, როგორც დანართი №1-ით „აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“ არის განსაზღვრული) ამ ერთი ან რამდენიმე დაავადებისგან თავისუფალი სტატუსის მისაღებად სააგენტო შეიმუშავებს ზედამხედველობის პროგრამას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამა შესაძლოა შესწორდეს ან შეწყდეს.

3. თუ ცნობილია ამ წესის დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ერთი ან მეტი არაეგზოტიკური დაავადების გამომწვევით დაინფიცირება (კატეგორია V, როგორც განსაზღვრულია დანართი №1-ით ,,აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“), სააგენტო შეიმუშავებს ამ ერთი ან მეტი დაავადების აღმოფხვრის პროგრამას, რომელსაც დამტკიცებისათვის წარუდგენს სამინისტროს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა შეიძლება ასევე შესწორდეს ან შეწყდეს.

5. ამ მუხლით განსაზღვრული პროგრამების დამტკიცების თარიღიდან, დაავადებისგან თავისუფლად მიჩნეულ არეალთან დაკავშირებული მოთხოვნები და ზომები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესის მე-13-მე-20, 25-ე-27-ე მუხლების და  34-ე მუხლის პირველი პუნქტით, უნდა გავრცელდეს იმ არეალზე, რომელსაც ფარავს ეს პროგრამებ