1. ამ წესის დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებების დადასტურების შემთხვევაში ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისაგან თავისუფლად, სააგენტომ:

ა) უნდა გაატაროს ამ წესის 28-ე-33-ე მუხლებით განსაზღვრული ზომები, რათა დაიბრუნოს დაავადებისაგან თავისუფალი სტატუსი;

ბ) ან შეადგინოს ამ წესის მე-40 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული აღმოფხვრის პროგრამა.

2. ამ წესის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის გაუთვალისწინებლად, თუ სააგენტო გადაწყვეტს ამ წესის 28-ე-33-ე მუხლებით განსაზღვრული ზომების გამოყენებას, ამით შეიძლება კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველები გაიზარდოს კომერციულ ზომამდე ვიდრე მოხდება მათი დაკვლა ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ან გადაყვანილ იქნენ სხვა დაინფიცირებულ ზონაში ან კომპარტმენტში. ასეთ შემთხვევებში, ზომები უნდა იქნეს მიღებული რათა შემცირდეს და შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული დაავადების შემდგომი გავრცელება.

3. თუ სააგენტოს არ აქვს სურვილი აღადგინოს დაავადებისაგან თავისუფალი სტატუსი, გამოიყენება ამ წესის 35-ე მუხლ