1. ამ წესის დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებების დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც არ არის მიჩნეული ამ დაავადებისაგან თავისუფლად, სააგენტომ უნდა გაატაროს ზომები დაავადების შესაკავებლად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ზომები სულ მცირე უნდა მოიცავდეს:
ა) ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის დაინფიცირებულად მიჩნევას;
ბ) დაავადებისათვის შესაფერისი შემაკავებელი არის შექმნას (მათ შორის დამცავი და საკონტროლო ზონა დაინფიცირებულად მიჩნეული ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის ირგვლივ);
გ) აკვაკულტურის ცხოველების გადადგილების შეზღუდვას შემაკავებელი არედან; ასეთი ცხოველები შეიძლება მხოლოდ შეყვანილი იქნეს ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალში ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ან შეგროვდეს ან დაიკლას ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ამ წესის 29-ე მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად;
დ) მკვდარი თევზისა და კიბოსნაირების მოცილებასა და განკარგვას, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამის ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროდუქციის ტიპისა და იმ რისკის გათვალისწინებით, რომელსაც ასეთი მკვდარი ცხოველები ქმნიან დაავადების შემდგომი გავრცელებისათვი