1. ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადების დადასტურებისას გამოიყენება ამ წესის 28-ე-33-ე მუხლები.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) ფერმა და მოლუსკების მოსაშენებელი არეალი ოფიციალურად გამოაცხადოს დაინფიცირებულად;

ბ) შექმნას ამ დაავადებისათვის შესაბამისი შემაკავებელი არე, მათ შორის დამცავი და საკონტროლო ზონები, დაინფიცირებულად მიჩნეული ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის ირგვლივ;

გ) მისი ავტორიზაციის გარეშე ადგილი არ ჰქონდეს აღწარმოებასა და აკვაკულტურის ცხოველების გადაადგილებას შემაკავებელი არის შიგნით, შემაკავებელ არეში და შემაკავებელი არედან;

დ) გაატაროს ნებისმიერი დამატებითი ზომები, რომლებიც აუცილებელია, დაავადების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლა