1. თუ ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველები არიან დაინფიცირებულები ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადებებით ან არსებობს დაინფიცირებაზე ეჭვი, სააგენტომ მონიტორინგი უნდა გაუწიოს მდგომარეობას და მიიღოს ზომები რათა შემცირდეს და შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული დაავადების შემდგომი გავრცელება.
2. თუ ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველები არიან დაინფიცირებულები ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებებით, ან არსებობს დაინფიცირებაზე ეჭვი ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად, სააგენტომ მონიტორინგი უნდა გაუწიოს მდგომარეობას და მიიღოს ზომები რათა შემცირდეს და შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული დაავადების შემდგომი გავრცელებ