1. ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგად აკვაკულტურის სუბიექტი შეიძლება დაექვემდებაროს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების ჩასმის სიმჭიდროვის შემცირებას, სხვადასხვა კონსტრუქციულ და ტექნოლოგიური ცვლილებებს, მათ შორის, საზღვაო წყლებსა და შიგა წყალსატევებში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების სავალდებულო ადგილმონაცველობას.
2. მონიტორინგის შედეგად ნებართვის მფლობელს დროულად ეცნობება დაბინძურების ან მოსალოდნელი დაბინძურების/ბუნებრივი მოვლენის შესახებ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს დამაზიანებელი ან გამანადგურებელი შედეგი აკვაკულტურისათვის გამოყოფილ ზონაზე და აკვაკულტურის ობიექტებზე/ორგანიზმებზე. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ იღებს წყლის სინჯებს რათა განისაზღვროს აკვაკულტურის საქმიანობის გაგრძელების, წარმოებული პროდუქტების მოხმარების შესაბამისობის განსაზღვრის ან/და მათი გაყიდვის/ბაზარზე განთავსების აკრძალვის უზრუნველყოფის მიზნით.
3. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებაში, მიაწოდოს მას კვლევისთვის აუცილებელი მასალა (მათ შორის, საჭირო რაოდენობით აკვაკულტურის ობიექტები) და ინფორმაცია, დაუშვას სააგენტოს თანამშრომლები მის მფლობელობაში არსებული აკვაკულტურის კონსტრუქციებთა