1. აკვაკულტურის წარმოების ყველა შემთხვევაში, აკვაკულტურის სუბიექტის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ზომების გატარება, საქმიანობის შედეგად წყლის ბიომრავალფეროვნებაზე:
ა) უცხო და ინვაზიური სახეობების ზედაპირულ წყალსატევში მოხვედრის შედეგად მოსალოდნელი ზიანის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით;
ბ) წყალსატევის დაბინძურების, ასევე მასში აკვაკულტურის პროცესში წამოქმნილი ნივთიერებებისა და ნარჩენების მოხვედრის შედეგად მოსალოდნელი ზიანის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით;
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სააგენტო, კომპეტენციის შესაბამისა