1. ეკოლოგიური მონიტორინგის დროს მოწმდება:
ა) წყლის ხარისხობრივი პარამეტრები, „საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №425 დადგენილების შესაბამისად;
ბ) ევტროფიკაციის დონე;
გ) ფსკერული დანალექები, მათ შორის,, pH, აზოტის საერთო ოდენობა (mg/g), ფოსფორის საერთო ოდენობა (mg/g), ნარჩენების მონიტორინგის მიზნით საზღვაო მეურნეობის სიახლოვეს ფსკერის ვიზუალური დათვალიერება;
დ) ფსკერული ჰაბიტატის (მაკრობენთოსური) თანასაზოგადოება;
2. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს ნიმუშების აღებამდე ერთი თვით ადრე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხარისხობრივი მაჩვენებლების პარამეტრების შეთანხმების მიზნით. ნიმუშების გამოკვლევის შედეგები დაუყოვნებლივ წარედგინება სააგენტოს შეფასებისათვის. ნიმუშების გამოკლევა ტარდება საქმიანობის სუბიექტის ხარჯით.
3. ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობისას ეკოლოგიური მონიტორინგი დამატებით მოიცავს იქთიოფაუნისა და ასოცირებული ჰიდროფაუნის შეფასებას.
4. მონიტორინგის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანო(ებ)