1. აკვაკულტურის ცხოველები, რომელთაც არ მიუღწევიათ კომერციული ზომისთვის და არ ამჟღავნებენ დაავადების ნიშნებს, შესაბამის ვადაში, პროდუქციის ტიპის და რისკის გათვალისწინებით, უნდა იქნენ მოცილებულნი და განკარგულნი უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ.
2. აკვაკულტურის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განადგურება და განკარგვა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონის – „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ მოთხოვნათა გათვალისწინები