1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეადგინონ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა X დანართის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს აფეთქების შემთხვევაში მისაღებ ეროვნულ ზომებს, და უნდა წარუდგინონ ეს გეგმა კომისიას დასამტკიცებლად.

2. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს წვდომას შენობა-ნაგებობებზე, მოწყობილობა-დანადგარებზე, პერსონალსა და ყველა სხვა შესაბამის საჭირო მასალებზე, რომლებიც აუცილებელია აფეთქების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრისთვის.

გეგმაში მითითებული უნდა იყოს ყველა კომერციული შინაური ფრინველის სადგომის რაოდენობა და ადგილმდებარეობა.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმაში აღნიშნული უნდა იყოს შინაური ფრინველის მაქსიმალური რაოდენობა, სახეობების მიხედვით, რომელიც შესაძლოა იყოს ამ კომერციულ სადგომებში.

წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე უნდა განსაზღვრონ ვაქცინების საორიენტაციო რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში.

3. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მჭიდრო თანამშრომლობა იმ კომპეტენტურ ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა სექტორზე, კერძოდ, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, მომუშავეთა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ კი ფერმერებისთვის, მეფრინველეობის სფეროში მომუშავე თანამშრომლებისა და საზოგადოებისთვის შესაძლო რისკების სათანადოდ შეტყობინების მიზნით.

4. კომისიამ უნდა შეისწავლოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები იმის დასადგენად იძლევიან თუ არა ისინი სასურველი მიზნის მიღწევის საშუალებას, და, ასევე უნდა შესთავაზოს წევრ სახელმწიფოებს ნებისმიერი საჭირო ცვლილების მიღება, კერძოდ კი იმის უზრუნველსაყოფად რომ ისინი შეესაბამებოდეს სხვა წევრი სახელმწიფოების გეგმებს.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები უნდა დამტკიცდეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

ამ გეგმაში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება უნდა დამტკიცდეს იმავე პროცედურის შესაბამისად.

5. წევრმა სახელმწიფომ უნდა განაახლოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა მინიმუმ 5 წელიწადში ერთხელ და წარუდგინოს ის კომისიას დასამტკიცებლად 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

6. პირველი-მეოთხე აბზაცებით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად შეიძლება მიღებულ იქნეს დამატებითი წესები ფრინველის გრიპის სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის სამართლის ნორმები დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ექსპერტთა ჯგუფებისა და რეალურ დროში განგაშის რეჟიმის შესახებ.

თავი XI

საიმპლემენტაციო უფლებამოსილება და საკომიტეტო პროცედურე