1. ამ დირექტივის მიზნებისთვის ძალაში რჩება დირექტივის 92/40/EEC მე-17(4) მუხლის შესაბამისად მიღებული და 2007 წლის 1 ივლისს ძალაში შესული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები ფრინველის გრიპის კონტროლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

თუმცა, 2007 წლის 30 სექტემბრამდე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარუდგინონ კომისიას ცვლილებები აღნიშნულ რეაგირების გეგმებში, მათი წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

შესწორებული გეგმები უნდა დამტკიცდეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

2. წინამდებარე დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანამდე, შესაძლებელია მიღებულ იქნეს ფრინველის გრიპის კონტროლთან დაკავშირებული დამატებითი გარდამავალი დებულებები 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისა