1. წინამდებარე დირექტივის განხორციელებისათვის მიღებული უნდა იქნეს დეტალური წესები 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, რომელიც კერძოდ შესაძლოა მოიცავდეს სპეციალურ წესებს შემდეგთან დაკავშირებით:
(a) ტანხორცის განადგურება, და
(b) დასნებოვნებული ან სავარაუდოდ დასნებოვნებული საკვების, საგებლის, გამოყენებული ჭუჭყიანი საგებლის, ნაკელისა და წუნწუხის გადაადგილება და გადამუშავება.
2. გადაწყვეტილება დანართებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინების მიზნით მიღებული უნდა იქნეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
3. დეტალური წესები, რომლებიც საჭიროა წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული მინიმალური კონტროლის ზომების სრულყოფისთვის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, მიღებული უნდა იქნეს 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
4. შიდა ბაზრის სრულყოფის მიზნით გაერთიანების შიდა ვაჭრობაში ვეტერინარული შემოწმების შესახებ საბჭოს 1989 წლის 11 დეკემბრის დირექტივის 89/662/EEC21 მე-9 მუხლით ან შიდა ბაზრის სრულყოფის მიზნით გაერთიანების შიდა ვაჭრობისას გამოსაყენებელი ვეტერინარული და ზოოტექნიკური შემოწმების შესახებ საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის დირექტივის N 90/425/EEC22 მე-10 მუხლით გათვალისწინებული დამცავი ზომების შეუზღუდავად, 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად მიღებულ უნდა იქნეს დროებითი საგანგებო ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის გამო, რომელიც გამოწვეულია ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსებით, გარდა მე-2(1) მუხლით განსაზღვრული ვირუსების