1. არაუგვიანეს 2007 წლის 1 ივლისისა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული სამართლის ნორმები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე დირექტივას.

მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

წევრი სახელმწიფოების მიერ ამ ზომების მიღებისას, მათში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე დირექტივა ან მათ თან უნდა ერთოდეს ასეთი მითითება მათი ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში.

ამგვარი მითითების გაკეთების მეთოდები უნდა განისაზღვროს წევრი სახელმწიფოების მიერ.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას ეროვნული კანონმდებლობის ძირითადი სამართლებრივი ნორმების ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ სფეროშ