წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.
შედგენილია ბრიუსელში, 2005 წლის 20 დეკემბერს.
საბჭოს სახელით
თავმჯდომარე
მ. ბეკეტი
დანართი I
(მითითებულია მე-2 მუხლში)
ფრინველის გრიპის განმარტება
1. „ფრინველის გრიპი“ ნიშნავს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ინფექციას, რომელიც გამოწვეულია A ტიპის გრიპის ვირუსის:
(a) H5 ან H7 ქვეტიპით; ან
(b) ექვსი კვირის ასაკის წიწილებში 1,2-ზე მაღალი ინტრავენური პათოგენურობის ინდექსით (IVVP);
2. „მაღალპათოგენური ფრინველის გრიპი (HPAI)" ნიშნავს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ინფექციას, რომელიც გამოწვეულია:
(a) H5 და H7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის ვირუსით გენომური თანმიმდევრობით, რომელიც ახდენს ძირითადი ამინომჟავების მრავალჯერადი თანმიმდევრობის კოდირებას ჰემაგლუტინინის მოლეკულის გახლეჩის ადგილას სხვა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსების ანალოგიურად რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჰემაგლუტინინის მოლეკულა შეიძლება გაიხლიჩოს მასპინძლის უბიქვიტარული პროტეაზით; ან
(b) ფრინველის გრიპის ვირუსებით ექვსი თვის ასაკის წიწილებში 1.2; 2-ზე მაღალი ინტრავენური პათოგენურობის ინდექსით;
3. „დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი (LPAI)" ნიშნავს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ინფექციას, რომელიც გამოწვეულია H5 ან H7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის ვირუსებით, რომელიც არ შედის მე-2 აბზაცით განსაზღვრული განმარტების ფარგლებში.
დანართი II
(მითითებულია მე-5(2) მუხლში)
წევრი სახელმწიფოების მიერ დაავადების შეტყობინება და დამატებით წარსადგენი ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია
1. სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებებში ფრინველის გრიპის პირველადი აფეთქების ან გამოვლენის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ დირექტივის 82/894/EEC მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად უნდა აცნობოს შემდეგი:
(a) შეტყობინების თარიღი;
(b) შეტყობინების დრო;
(c) შესაბამისი წევრი სახელმწიფოს სახელწოდება;
(d) დაავადების სახელწოდება;
(e) სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებაში ფრინველის გრიპის აფეთქებათა რაოდენობა ან კვლევის დადებითი შედეგი;
(f) თარიღი, როდესაც გაჩნდა პირველი ეჭვი აფეთქებაზე;
(g) დადასტურების თარიღი;
(h) დადასტურებისთვის გამოყენებული მეთოდები;
(i) დაადასტურდა თუ არა დაავადება სადგომზე, სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებაში;
(j) სასაკლაოზე და ტრანსპორტირების საშუალებაში ფრინველის გრიპის აფეთქების ან დადებითი შედეგით დასრულებული კვლევის გეოგრაფიული მდებარეობა;
(k) გამოყენებული დაავადების კონტროლის ღონისძიებები.
2. სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებებში ფრინველის გრიპის კვლევის დადებითი შედეგის შემთხვევაში, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ პირველი აბზაცით გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად უნდა გაუგზავნოს შემდეგი ინფორმაცია:
(a) სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებებში დაავადებისადმი მგრძნობიარე შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობა კატეგორიების მიხედვით;
(b) სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებებში მკვდარი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობა კატეგორიების მიხედვით;
(c) შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის თითოეული კატეგორიისათვის ავადობის დადგენილი მაჩვენებელი და შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობა, რომელსაც დაუდასტურდა ფრინველის გრიპი;
(d) სასაკლაოზე და ტრანსპორტირების საშუალებებში დახოცილი ან დაკლული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობა;
(e) განადგურებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობა;
(f) სასაკლაოს შემთხვევაში, დაშორება უახლოეს კომერციული სადგომამდე, სადაც განთავსებულია შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი;
(g) ინფიცირებული ფრინველის ან ტანხორცის წარმოშობის სადგომის ან სადგომების ადგილმდებარეობა.
3. განმეორებითი აფეთქების შემთხვევაში, პირველი და მეორე აბზაცებით გათვალისწინებული ინფორმაციის გადაგზავნა უნდა მოხდეს დირექტივის 82/894/EEC მე-4(1) მუხლით დადგენილ ვადებში.
4. შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სასაკლაოზე და ტრანსპორტირების საშუალებებში ფრინველის გრიპის ნებისმიერი აფეთქების ან კვლევის დადებითი შედეგების შესახებ პირველი, მეორე და მესამე აბზაცების თანახმად მისაწოდებელ ინფორმაციას შეძლებისდაგვარად სწრაფად მიჰყვეს წერილობითი ანგარიში კომისიისა და სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომელიც მოიცავს მინიმუმ შემდეგს:
(a) თარიღს, როდესაც მოხდა შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვა ან დაკვლა და მათი ტანხორცის განადგურება სადგომზე, სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებაში;
(b) ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება ფრინველის გრიპის შესაძლო წარმოშობას ან, თუ დადგინდება, მის ფაქტობრივ წარმოშობას;
(c) ინფორმაციას კონტროლის სისტემის შესახებ, რომელიც შეიქმნა ცხოველების გადაადგილების კონტროლის ღონისძიებების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად;
(d) შესაბამისი ვირუსის გენეტიკურ ტიპს სასაკლაოზე და ტრანსპორტირების საშუალებაში ფრინველის გრიპის გამოვლენის შემთხვევაში;
(e) თუ შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი იქნა დახოცილი ან დაკლული საკონტაქტო სადგომებში ან ისეთ სადგომებში, სადაც განთავსებულია ფრინველის გრიპით ინფიცირებაზე საეჭვო შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი, ინფორმაციას შემდეგის შესახებ:
(i) დაკვლის ან დახოცვის თარიღს და თითოეულ სადგომში დახოცილი ან დაკლული თითოეული კატეგორიის შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობას;
(ii) ინფექციის წყაროსა და თითოეულ საკონტაქტო სადგომს შორის ეპიდემიოლოგიურ კავშირს ან სხვა მიზეზებს, რაც წარმოქმნის ეჭვს ფრინველის გრიპის არსებობაზე;
(iii) იმ შემთხვევაში, თუ არ მომხდარა საკონტაქტო სადგომებში შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვა ან დაკვლა, წარდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია იმ მიზეზების შესახებ რის გამოც არ მოხდა მათი დახოცვა ან დაკვლა.
5. შინაურ ფრინველში, სხვა მოშინაურებულ ფრინველში ან გაერთიანების საზღვარზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ან იმპორტის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ საკარანტინო ობიექტებზე ან ცენტრებში იმპორტირებულ ან შემოტანილ მეფრინველეობის პროდუქტებში ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას ამ დადასტურების შესახებ და წარადგინოს ანგარიში გატარებული ღონისძიებების შესახებ.
6. კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს უნდა ეცნობოს 24 საათის განმავლობაში, თუ ზედამხედველობის შედეგად გამოვლინდა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე.
დანართი III
(მითითებულია მე-8(3) მუხლსა და მე-13(3) მუხლში)
მე-8(3) მუხლისა და მე-13(3) მუხლის შესაბამისად სადგომიდან კვერცხის გატანის ავტორიზაცია
კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გასცეს ავტორიზაცია სადგომიდან კვერცხის ტრანსპორტირებაზე წინამდებარე დირექტივის მე-8(3) მუხლის და მე-13(3) მუხლის შესაბამისად საწარმოში, რომელსაც აქვს უფლება აწარმოოს კვერცხის პროდუქტები რეგულაციის (EC) N 853/2004 შესაბამისად („სპეციალურად განსაზღვრული საწარმო“) შემდეგი პირობებით:
1. წარმოშობის სადგომიდან გატანის ნებართვის მისაღებად, კვერცხები უნდა გაიგზავნოს პირდაპირ საეჭვო სადგომიდან სპეციალურად განსაზღვრულ საწარმოში; გაგზავნამდე თითოეულ პარტია უნდა დაილუქოს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია საეჭვო სადგომზე, ან მისი ზედამხედველობის ქვეშ და უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში სპეციალურად განსაზღვრულ საწარმომდე ტრანსპორტირების განმავლობაში;
2. კვერცხის წარმოშობის სადგომზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა აცნობოს სპეციალურად განსაზღვრული საწარმოს კომპეტენტურ ორგანოს მისთვის კვერცხის გაგზავნის განზრახვის შესახებ;
3. სპეციალურად განსაზღვრულ საწარმოზე პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ:
(a) პირველი აბზაცით განსაზღვრული კვერცხი ინახებოდეს სხვა კვერცხებისგან იზოლირებულად მათი მიწოდების მომენტიდან მათ დამუშავებამდე;
(b) ასეთი კვერცხის ნაჭუჭი განადგურდეს;
(c) კვერცხისთვის გამოყენებული შეფუთვა განადგურდეს, გაიწმინდოს და დეზინფიცირებული იქნეს ისე, რომ განადგურდეს ფრინველის გრიპის ყველა ვირუსი;
(d) პირველი აბზაცით გათვალისწინებული კვერცხის ტრანსპორტირება მოხდეს გაწმენდილი და დეზინფიცირებული სატრანსპორტო საშუალებებით.
ბიოუსაფრთხოების ღონისძიებები გამოყენებული იქნეს პერსონალთან, მოწყობილობა-დანადგარებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან, რომლებიც გამოიყენება კვერცხების ტრანსპორტირებისთვის.
დანართი IV
(მითითებულია მე-15(2) მუხლში, 32(2)-ე მუხლსა და 42(2)-ე მუხლში)
ძირითადი კრიტერიუმები და რისკ-ფაქტორები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს საკონტაქტო სადგომებში ან დამატებით შეზღუდულ ზონებში რისკის ქვეშ მყოფ სადგომებში ან ზონებში ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას
ინდიკატორული კრიტერიუმები
დეპოპულაციის მიზნით
დეპოპულაციის საწინააღმდეგოდ
კლინიკური ნიშნები, რომლებიც მიუთითებს ფრინველის გრიპის არსებობაზე საკონტაქტო სადგომებში
არ არსებობს კლინიკური ნიშნები, რომლებიც მიუთითებს ფრინველის გრიპის არსებობაზე საკონტაქტო სადგომებში და არ არსებობს ეპიდემიოლოგიური კავშირი
დომინირებული შინაური ფრინველის სახეობების მაღალი მგრძნობელობა დაავადების მიმართ
დომინირებული შინაური ფრინველის სახეობების დაბალი მგრძნობელობა დაავადების მიმართ
შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილება სადგომებიდან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპის არსებობა საკონტაქტო სადგომებში, ამ ინფიცირებულ სადგომებში ვირუსის სავარაუდო შეტანის შემდეგ
არ არის ცნობილი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილების შესახებ სადგომიდან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპის არსებობა საკონტაქტო სადგომებში, ამ ინფიცირებულ სადგომებში ვირუსის სავარაუდო შეტანის შემდეგ
საკონტაქტო სადგომების ადგილმდებარეობა შინაური ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის მქონე ზონაში
საკონტაქტო სადგომების ადგილმდებარეობა შინაური ფრინველის დაბალი სიმჭიდროვის მქონე ზონაში
დაავადება არსებობდა გარკვეული დროის მანძილზე ვირუსის შესაძლო გავრცელებით სადგომებიდან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპის არსებობა აღმოფხვრის ღონისძიებების გამოყენებამდე
დაავადება არსებობდა, თუმცა შეზღუდული იყო გავრცელება სადგომებიდან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი აღმოფხვრის ღონისძიებების გამოყენებამდე
საკონტაქტო სადგომების ადგილმდებარეობა იმ სადგომებიდან 500 მეტრის1 ფარგლებში, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი
საკონტაქტო სადგომების ადგილმდებარეობა იმ სადგომებიდან 500 მეტრზე2 მეტი მანძილის მოშორებით, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი
საკონტაქტო სადგომები, რომლებიც დაკავშირებულია ერთზე მეტ სადგომთან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი
საკონტაქტო სადგომები არ არის დაკავშირებული იმ სადგომებთან სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი
ეპიდემია არ ექვემდებარება კონტროლს და სადგომების რაოდენობა, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი, იზრდება
ეპიდემია ექვემდებარება კონტროლს
1 იმ შემთხვევებში, როდესაც ფრინველის სიმჭიდროვე ძალიან მაღალია, გათვალისწინებული უნდა იქნეს უფრო დიდი მანძილი.
2 იმ შემთხვევებში, როდესაც ფრინველის სიმჭიდროვე ძალიან მაღალია, გათვალისწინებული უნდა იქნეს უფრო დიდი მანძილი.
დანართი V
(მითითებულია 39 (1)-ე მუხლში)
დაბალპათოგენურ ფრინველის გრიპთან დაკავშირებით სადგომებში ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები
შინაური ფრინველის ან კვერცხის გადაადგილების ან 39(1)-ე მუხლის შესაბამისად სადგომის დეპოპულაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მინიმუმ შემდეგ კრიტერიუმები:
(a) მოცემული სახეობები;
(b) სადგომების რაოდენობა გამგზავნი სადგომის გარშემო არსებულ ზონაში;
(c) სპეციალურად განსაზღვრული სასაკლაოების, სანაშენეებისა და შეფუთვის ცენტრების მდებარეობა;
(d) სადგომებში, შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელ გალიებში მიღებული ბიოუსაფრთხოების ზომები ტრანსპორტირების ან დაკვლის დროს;
(e) ტრანსპორტირების მარშრუტი;
(f) გავრცელების მტკიცებულება;
(g) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
(h) მოცემული პროდუქტების შემდგომი გადამუშავება; (i) სოციალურ-ეკონომიკური და სხვა გავლენა.
დანართი VI
(მითითებულია 48-ე მუხლში)
სადგომების გაწმენდის, დეზინფექციისა და დამუშავების პრინციპები და პროცედურები
1. 48-ე მუხლის თანახმად გაწმენდის, დეზინფექციისა და დამუშავების დროს გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი ზოგადი პრინციპები და პროცედურები:
(a) გაწმენდა და დეზინფექცია, და, საჭიროების შემთხვევაში, მღრღნელებისა და მწერების გასანადგურებელი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ და სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული მითითებების შესაბამისად;
(b) გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებები და მათი კონცენტრაცია უნდა დამტკიცდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ფრინველის გრიპის ვირუსის განადგურების უზრუნველყოფის მიზნით;
(c) სადეზინფექციო საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან სახელმწიფო ვეტერინარის ან/და კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
(d) სადეზინფექციო საშუალებების და სადეზინფექციო პროცედურების შერჩევა უნდა მოხდეს იმ სადგომების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ობიექტების გათვალისწინებით, რომელთა დამუშავებაც უნდა მოხდეს;
(e) პირობები, რომელთა თანახმადაც გამოიყენება ცხიმის გამცვლელი და სადეზინფექციო საშუალებები უნდა უზრუნველყოფდნენ ეფექტურობას; კერძოდ, დაცული უნდა იყოს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრები, როგორიცაა წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო;
f. გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების მიუხედავად დაცული უნდა იქნეს შემდეგი ზოგადი წესები:
(i) საგებლის და ჭუჭყიანი საგებლის, ასევე ფეკალური მასების სადეზინფექციო საშუალებებით კარგად გაჟღენთვა;
(ii) მიწის, იატაკის, სტელაჟების და კედლების გარეცხვა და გაწმენდა ჯაგრისით და გახეხვა, სადაც შესაძლებელია მოწყობილობა-დანადგარების მოხსნის ან დემონტაჟის შემდეგ, თუ ისინი ხელს უშლის გაწმენდისა და დეზინფექციის პროცედურების ეფექტურად განხორციელებას;
(iii) შემდეგ სადეზინფექციო საშუალების დამატებით გამოყენება მინიმალური საკონტაქტო პერიოდის განმავლობაში მწარმოებლის რეკომენდაციების თანახმად;
(g) თუ გარეცხვა ხორციელდება წნევის ქვეშ სითხის გამოყენებით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უკვე გაწმენდილი ნაწილების ხელახალი დასნებოვნება;
(h) გათვალისწინებული უნდა იქნეს მოწყობილობა-დანადგარების, აღჭურვილობის ან სავარაუდოდ დასნებოვნებული ნივთების გარეცხვა, დეზინფექცია ან განადგურება;
(i) სადეზინფექციო პროცედურების შემდეგ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ხელახალი დასნებოვნება;
(j) წინამდებარე დირექტივის ფარგლებში გათვალისწინებული გაწმენდა და დეზინფექცია უნდა გაფორმდეს სადგომის ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ჟურნალში, ან ოფიციალური ნებართვის საჭიროების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იქნეს ზედამხედველი სახელმწიფო ვეტერინარის ან მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ;
(k) პერსონალის მიერ ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების გაწმენდა და დეზინფიცირება.
2. ინფიცირებული სადგომების გაწმენდა და დეზინფიცირება უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად:
(a) წინასწარი გაწმენდა და დეზინფიცირება:
(i) შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვისას მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელება; ეს ზომები უნდა მოიცავდეს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟს, დამცავი ტანსაცმლის მიწოდებას, შხაპს, გამოყენებული მოწყობილობა-დანადგარების, ინსტრუმენტებისა და ობიექტების გაუსნებოვნებას, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას ვენტილაციისათვის;
(ii) მოკლული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ტანხორცზე უნდა შესხურდეს სადეზინფექციო საშუალება;
(iii) შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ტანხორცის ტრანსპორტირება, რომლებიც გაყვანილი უნდა იქნან სადგომიდან მათი განადგურების მიზნით, უნდა განხორციელდეს დახურული, ჰერმეტული სატრანსპორტო საშუალებით ან კონტეინერებით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელება;
(iv) მოკლული შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის განადგურების მიზნით გაყვანისთანავე, სადგომის იმ ნაწილში რომელშიც ისინი იყვნენ განთავსებული, და დახოცვის ან სიკვდილის შემდგომი გამოკვლევისას დასნებოვნებული სხვა ნაგებობების, ეზოების და ა.შ. ნებისმიერ ნაწილში, აუცილებლად უნდა შესხურდეს 48-ე მუხლით ნებადართული სადეზინფექციო საშუალებები;
(v) დახოცვის ან სიკვდილის შემდგომი გამოკვლევისას დაღვრილი სისხლი ან დავარდნილი ქსოვილები ფრთხილად უნდა შეგროვდეს და განადგურდეს დახოცილ შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან ერთად;
(iv) სადეზინფექციო საშუალება უნდა იყოს ზედაპირზე მინიმუმ 24 საათის განმავლობაში;
b. საბოლოო გაწმენდა და დეზინფექცია:
(i) ნაკელი და გამოყენებული საგებელი უნდა იქნეს გატანილი და დამუშავებული მე-3 მუხლის (a) ქვეპუნქტის მიხედვით;
(ii) ცხიმი და ჭუჭყი უნდა იქნეს მოცილებული ყველა ზედაპირიდან ცხიმის გამომცლელი ნივთიერებით, ხოლო ზედაპირი უნდა გაიწმინდოს წყლით;
(iii) ცივი წყლით გარეცხვის შემდეგ აუცილებელია სადეზინფექციო საშუალების შესხურება;
(iv) შვიდი დღის შემდეგ სადგომი უნდა დამუშავდეს ცხიმის გამომცლელი ნივთიერებით, ჩამოირეცხოს წყლით, შესხურდეს სადეზინფექციო საშუალება და შემდეგ კვლავ ჩამოირეცხოს წყლით.
3. დასნებოვნებული საგებლის, ნაკელის ან წუნწუხის დეზინფექცია უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად:
a. ნაკელი და გამოყენებული საგებელი უნდა:
(i) დამუშავდეს ორთქლზე მინიმუმ 70°C ტემპერატურაზე; (ii) დაიწვას;
(ii) ჩაიფლას საკმარის სიღრმეზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათზე წვდომა გარეული ფრინველების და სხვა ცხოველების მიერ; ან
(iii) დაიწყოს გროვებად და შესხურდეს სადეზინფექციო საშუალება, და დაყოვნდეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში;
b. ინფექციური მასალის ბოლო დამატების შემდეგ წუნწუხი უნდა ინახებოდეს მინიმუმ 60 დღის განმავლობაში გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპეტენტური ორგანოები დაუშვებენ წუნწუხის შენახვას უფრო ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, თუ ის დამუშავებულია ეფექტურად სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესაბამისად ვირუსის განადგურების უზრუნველსაყოფად.
კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას სავარაუდოდ დასნებოვნებული ნაკელის, საგებლის და ჭუჭყიანი საგებლის ტრანსპორტირება დამტკიცებულ გადამამუშავებელ საწარმოში, სადაც ხორციელდება გადამუშავება გრიპის ვირუსის განადგურების უზრუნველყოფის მიზნით, ან შუალედური შენახვის მიზნით განადგურებამდე ან გადამუშავებამდე, რეგულაციის (EC) N 1774/2002 ან ამ დირექტივის 63(1)-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული წესების შესაბამისად.
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს დახურული, დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით ან კონტეინერებით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელება.
4. თუმცა, პირველი და მეორე აბზაცებიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაადგინოს გაწმენდისა და დეზინფექციის კონკრეტული პროცედურები სადგომის ტიპის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აცნობოს კომისიას გამონაკლისის დაშვების შესახებ და მიაწოდოს მას დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროცედურების შესახებ.
5. 48-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შეუზღუდავად, თუ კომპეტენტური ორგანო დარწმუნდება, რომ შეუძლებელია რომელიმე სადგომის ან სადგომის ნაწილის გაწმენდა ან დეზინფიცირება, მან შესაძლოა აკრძალოს ნებისმიერი პირის, სატრანსპორტო საშუალების, შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრის შესვლა ან შეყვანა ასეთ სადგომში ან სადგომის ნაწილში, და ეს აკრძალვა უნდა მოქმედებდეს მინიმუმ 12 თვის განმავლობაში.
დანართი VII
(მითითებულია 51(1)-ე მუხლში)
ფრინველის გრიპის საკითხებზე გაერთიანების რეფერალური ლაბორატორია
1. ფრინველის გრიპის საკითხებზე გაერთიანების რეფერალური ლაბორატორია არის:
ვეტერინარული ლაბორატორიების სააგენტო (VLA) New Haw, Weybridge, Surrey KT 15 3NB, გაერთიანებული სამეფო.
2. გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიის ფუნქციები და მოვალეობები მოიცავს შემდეგს:
a. წევრ სახელმწიფოებში გამოყენებული ფრინველის გრიპის დიაგნოსტირების მეთოდების შეთანხმება კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე, კერძოდ:
(i) ფრინველის გრიპის ვირუსის შტამების ტიპირება, შენახვა და მიწოდება სეროლოგიური ტესტების და იმუნური შრატების მოსამზადებლად;
(ii) სტანდარტული შრატის და სხვა რეფერალური რეაქტივების მიწოდება ეროვნული რეფერალური ლაბორატორიებისთვის, წევრ სახელმწიფოებში გამოყენებული ტესტებისა და რეაქტივების სტანდარტიზაციის მიზნით;
(iii) ფრინველის გრიპის ვირუსის შტამებისა და იზოლატების კოლექციის შექმნა და შენახვა;
(iv) დიაგნოსტიკური პროცედურების პერიოდული შედარებითი ტესტების ორგანიზება გაერთიანების დონეზე;
(v) მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება და შედარება გაერთიანებაში გამოყენებულ დიაგნოსტიკის მეთოდებსა და ჩატარებული ტესტების შედეგებთან დაკავშირებით;
(vi) ფრინველის გრიპის ვირუსის იზოლატების დახასიათება ყველაზე თანამედროვე, ხელმისაწვდომი მეთოდების გამოყენებით, რაც იძლევა ფრინველის გრიპის ეპიდემიოლოგიის უკეთ გაგების საშუალებას და წარმოდგენას ქმნის ვირუსის ეპიდემიოლოგიაზე და მაღალპათოგენური და პოტენციურად პათოგენური შტამების წარმოქმნაზე;
(vii) მთელ მსოფლიოში ფრინველის გრიპის ზედამხედველობის, ეპიდემიოლოგიისა და პრევენციის სფეროში განვითარებული მოვლენების ცოდნა;
(viii) ფრინველის გრიპის ვირუსისა და მასთან დაკავშირებული სხვა ვირუსების შესახებ ექსპერტული ცოდნის ქონა, რაც იძლევა სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტირების საშუალებას;
(iX) ფრინველის გრიპის კონტროლისთვის გამოყენებული ვეტერინარული იმუნოლოგიის პროდუქტების მომზადებისა და გამოყენების შესახებ ცოდნის მიღება;
b. გაერთიანების ფარგლებში აფეთქების დიაგნოსტირებაში აქტიური დახმარების გაწევა ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის იზოლატების მისაღებად დამადასტურებელი დიაგნოზისთვის, დახასიათებისა და ეპიდემიოლოგიური კვლევებისთვის, და პირველადი აფეთქებიდან ვირუსის იზოლატების მიღების მიზნით, რომელთა წარმოდგენაც უნდა მოხდეს გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე გაერთიანებაში ცოცხალი შინაური ფრინველისა და შინაური ფრინველის ხორცის იმპორტის ავტორიზაციის მქონე მესამე მსოფლიოს ქვეყნების მიერ; მიღებულ ვირუსის იზოლატებზე გაერთიანების რეფერალურმა ლაბორატორიამ უნდა განახორციელოს განსაკუთრებით შემდეგი პროცედურები:
(i) ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის განსაზღვრის ანალიზი, რომელიც იძლევა ჰემაგლუტინინის მოლეკულის გახლეჩის ადგილზე წარმოქმნილი ამინომჟავის თანმიმდევრობის დადგენის საშუალებას;
(ii) ინტრავენური პათოგენურობის ინდექსის განსაზღვრა;
(iii) ანტიგენური ტიპირება;
(iv) ფილოგენეტიკური ანალიზი ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელშესაწყობად;
c. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სფეროში ექსპერტების მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა გაერთიანების მთელს ტერიტორიაზე მეთოდოლოგიის ჰარმონიზაციის მიზნით;
d. პროგრამებისა და სამუშაო დოკუმენტების მომზადება ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების ყოველწლიური შეხვედრისთვის;
e. წევრ სახელმწიფოებში შინაურ ფრინველსა და გარეულ ფრინველებში ფრინველის გრიპის არსებობაზე კვლევის ჩატარების ხელშეწყობა ანტიგენების მიწოდებით პროგრამის ფარგლებში და ტესტირების დამტკიცებული პროცედურებით, ხოლო კვლევის შედეგებზე შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება;
f. ფრინველის გრიპის ვირუსის შესაძლო ზოონოზური გავლენის მხედველობის ქვეშ ქონა და თანამშრომლობა საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის გრიპის ლაბორატორიებთან;
g. კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავება, რომელიც უნდა მოიცავდეს დებულებებს ფრინველის გრიპთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ "ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა" და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეფერალურ ლაბორატორიებთან და, სიტუაციიდან გამომდინარე, გაერთიანების ფარგლებში სხვა საერთაშორისოდ აღიარებულ ლაბორატორიებთან.
დანართი VIII
(მითითებულია 51(1)-ე მუხლში)
ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების ფუნქციები და მოვალეობები
1. ეროვნული რეფერალური ლაბორატორიები პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ თითოეულ წევრ სახელმწიფოში ფრინველის გრიპის გამოვლენისა და ვირუსის იზოლატების გენეტიკური ტიპის იდენტიფიკაციისათვის ლაბორატორიული ტესტების ჩატარება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.
ამ მიზნით, მათ შესაძლოა გააფორმონ სპეციალური შეთანხმებები გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიასთან და სხვა ეროვნულ ლაბორატორიებთან.
2. ეროვნულმა რეფერალურმა ლაბორატორიებმა დაუყოვნებლივ უნდა წარუდინონ ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის იზოლატები გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას სრული აღწერის ჩატარების მიზნით:
a. ფრინველის გრიპის ყველა ძირითადი აფეთქების შემთხვევიდან;
b. აფეთქების წარმომადგენლობითი რაოდენობიდან მეორადი აფეთქების შემთხვევაში;
c. შინაურ ფრინველში, სხვა მოშინაურებულ ფრინველში ან ძუძუმწოვრებში I(1) დანართით გათვალისწინებულის გარდა სხვა გრიპის ვირუსების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას.
3. თითოეულ წევრ სახელმწიფოში ეროვნული რეფერალური ლაბორატორია პასუხისმგებელია ამ წევრ სახელმწიფოში თითოეულ ფრინველის გრიპის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიაში არსებული სტანდარტებისა და დიაგნოსტიკის მეთოდების შეთანხმებაზე.
ამ მიზნით:
(a) მას შეუძლია უზრუნველყოს ცალკეული ლაბორატორიები დიაგნოსტიკური რეაქტივებით;
(b) ის უნდა აკონტროლებდეს ამ წევრ სახელმწიფოში გამოყენებული ყველა დიაგნოსტიკური რეაქტივის ხარისხს;
(c) მან პერიოდულად უნდა ჩაატაროს შედარებითი ტესტები;
(d) მას უნდა ჰქონდეს აფეთქების დროს აღებული ფრინველის გრიპის ვირუსის და სხვა ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის იზოლატები, რომელიც გამოვლენილი იქნა წევრ სახელმწიფოში;
(e) ის უნდა თანამშრომლობდეს ადამიანის გრიპის ეროვნულ ლაბორატორიებთან.
დანართი IX
(მითითებულია 55(1)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტში)
მოთხოვნები შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყენება გადაუდებელი ვაქცინაციის შემთხვევაში
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ 55-ე მუხლის შესაბამისად ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ან მათი პროდუქტების გადაადგილების კონტროლის განხორციელება
მე-3-8 აბზაცების მიხედვით, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.
2. ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ტრანსპორტირების საშუალებაზე და მოწყობილობა-დანადგარებზე, რომელიც გამოიყენება ცოცხალი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, კვერცხის და შინაური ფრინველის ხორცის ტრანსპორტირებისთვის წინამდებარე დანართის ფარგლებში, უნდა ჩატარდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი გაწმენდის, დეზინფექციისა და დამუშავების პროცედურა დაუყოვნებლივ მათი გამოყენების შემდეგ.
3. ვაქცინაციის ზონაში ცოცხალი შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველისა და კვერცხის გადაადგილებაზე ვრცელდება შემდეგი სამართლის ნორმები:
a. საინკუბაციო კვერცხები:
(i) უნდა იყოს აღებული ვაქცინირებული ან არავაქცინირებული სანაშენე გუნდიდან, რომელიც გამოკვლეულ იქნა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და კვლევის შედეგები აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი;
(ii) დეზინფიცირებული უნდა იქნეს გაგზავნამდე, კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული მეთოდის გამოყენებით;
(iii) ტრანსპორტირებულ უნდა იქნეს პირდაპირ დანიშნულების სანაშენეში;
(iv) უნდა იყოს მიკვლევადი სანაშენეს ფარგლებში;
b. კვერცხები უნდა იყოს აღებული ვაქცინირებული და არავაქცინირებული კვერცხისმდებელი ქათმის გუნდიდან, რომელზედაც ჩატარდა კვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და კვლევის შედეგები აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, და მათი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
(i) კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ შეფუთვის ცენტრში ("სპეციალურად განსაზღვრული შეფუთვის ცენტრი"), იმ პირობით რომ მათი დაფასოება მოხდება ერთჯერად შეფუთვაში და ამავე დროს დაცული იქნება კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, ან
(ii) კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში რეგულაციის (EC) N 853/2004 II თავის X ქვეთავის III დანართის თანახმად, რათა მათი განკარგვა და გადამუშავდება მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 XI თავის II დანართის შესაბამისად;
c. ერთი დღის ასაკის წიწილები:
(i) უნდა იყოს მიღებული საინკუბაციო კვერცხისგან, რომელიც უნდა აკმაყოფილებს (a) ქვეპუნქტით დადგენილ პირობებს;
(ii) უნდა განთავსდეს საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ არის ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი;
d. უნდა მოხდეს ცოცხალი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის:
(i) ვაქცინაცია ფრინველის გრიპის წინააღმდეგ, თუ ეს გათვალისწინებულია ვაქცინაციის პროგრამით;
(ii) გამოკვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მიღებული უნდა იქნეს დამაკმაყოფილებელი შედეგები;
(iii) განთავსება საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ იმყოფება ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი.
e. დასაკლავად განკუთვნილი შინაური ფრინველი:
(i) დატვირთვამდე უნდა შემოწმდეს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მიღებულ უნდა იქნეს დამაკმაყოფილებელი შედეგები;
(ii) გაიგზავნოს პირდაპირ სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლის მიზნით.
4. ვაქცინაციის ზონის გარეთ მდებარე სადგომებიდან ვაქცინაციის ზონის შიგნით მდებარე სადგომებში ცოცხალი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის და კვერცხის გადაადგილებაზე ვრცელდება შემდეგი სამართლის ნორმები:
a. უნდა მოხდეს საინკუბაციო კვერცხის:
(i) ტრანსპორტირება პირდაპირ დანიშნულების სანაშენეში;
(ii) მიკვლევა სანაშენეს ფარგლებში;
b. კვერცხის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს:
(i) კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ შეფუთვის ცენტრში ("სპეციალურად განსაზღვრული შეფუთვის ცენტრი") იმ პირობით, რომ ისინი დაფასოებული იქნება ერთჯერად შეფუთვაში და დაცული იქნება კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ყველა ზომა, ან
(ii) კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, რათა მოხდეს მათი განკარგვა და დამუშავდება რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის შესაბამისად;
c. ერთი დღის ასაკის წიწილები უნდა განთავსდეს საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ იმყოფება ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი;
d. ცოცხალი შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი:
(i) უნდა განთავსდეს საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ იმყოფება ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი;
(ii) იქნეს ვაქცინირებული დანიშნულების სადგომზე, თუ ეს გათვალისწინებულია ვაქცინაციის პროგრამით.
e. დასაკლავად განკუთვნილი შინაური ფრინველი უნდა გაიგზავნოს პირდაპირ სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლის მიზნით.
5. ვაქცინაციის ზონაში მდებარე სადგომებიდან ვაქცინაციის ზონის გარეთ მდებარე სადგომებში ცოცხალი შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის და კვერცხის გადაადგილებაზე ვრცელდება შემდეგი სამართლის ნორმები:
a. საინკუბაციო კვერცხი:
(i) აღებული უნდა იქნეს ვაქცინირებული ან არავაქცინირებული სანაშენე გუნდიდან, რომელიც გამოკვლეულ იქნა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და კვლევის შედეგები აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი;
(ii) დეზინფიცირებული უნდა იქნეს გაგზავნამდე, კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული მეთოდის გამოყენებით;
(iii) ტრანსპორტირებულ უნდა იქნეს პირდაპირ დანიშნულების სანაშენეში;
(iv) უნდა იყოს მიკვლევადი სანაშენეს ფარგლებში;
b. კვერცხი აღებული უნდა იქნეს ვაქცინირებული ან არავაქცინირებული კვერცხისმდებელი ფრინველის გუნდიდან, რომელსაც ჩაუტარდა გამოკვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და კვლევის შედეგები აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, და მოხდეს მათი ტრანსპორტირება:
(i) კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ შეფუთვის ცენტრში („სპეციალურად განსაზღვრული შეფუთვის ცენტრი“) იმ პირობით, რომ მათი დაფასოება მოხდება ერთჯერად შეფუთვაში და ამავე დროს დაცული იქნება კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, ან
(ii) კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, რათა მათი განკარგვა და გადამუშავება მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის შესაბამისად;
c. ერთი დღის ასაკის წიწილები:
(i) არ უნდა იყოს ვაქცინირებული;
(ii) უნდა იყოს მიღებული საინკუბაციო კვერცხისგან, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მე-2 აბზაცის (a) ქვეპუნქტს, მე-3 აბზაცის (a) ქვეპუნქტს და მე-4 აბზაცის (a) ქვეპუნქტს;
(iii) უნდა განთავსდეს საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ იმყოფება ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი;
d. ცოცხალი შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი:
(i) არ უნდა იყოს ვაქცინირებული;
(ii) უნდა იქნეს გამოკვლეული დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, და მიღებული უნდა იქნეს დამაკმაყოფილებელი შედეგები;
(iii) განთავსდეს საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ იმყოფება ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი;
e. დასაკლავად განკუთვნილი შინაური ფრინველი უნდა:
(i) იქნეს დატვირთვამდე გამოკვლეული დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მიღებული უნდა იქნეს დამაკმაყოფილებელი შედეგები;
(ii) გაიგზავნოს პირდაპირ სპეციალურად განკუთვნილ სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლის მიზნით.
6. ვაქცინაციის ზონაში არსებული შინაური ფრინველის ხორცთან დაკავშირებით, მიღებული უნდა იქნეს შემდეგი სამართლის ნორმები:
a. ვაქცინირებული შინაური ფრინველისგან მიღებული ხორცის შემთხვევაში, უნდა მოხდეს შინაური ფრინველის:
(i) ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომელიც აკმაყოფილებს DIVA სტრატეგიის მოთხოვნებს;
(ii) შემოწმება და მასზე ტესტების ჩატარება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მიღებული უნდა იქნეს უარყოფითი შედეგები;
(iii) კლინიკურად შემოწმება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ დატვირთვამდე 48 საათის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, სადგომში არსებული ყველა ინდიკატორული ფრინველის შემოწმება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ;
(iv) გაგზავნა პირდაპირ სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლის მიზნით.
b. დასაკლავად გაგზავნილი არავაქცინირებული შინაური ფრინველის ხორცისგან მიღებული ნებისმიერი ხორცის შემთხვევაში, შინაური ფრინველი უნდა დაექვემდებაროს მონიტორინგს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.
7. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას ტანხორცის და კვერცხების გადაადგილება სადგომიდან მათი განადგურების მიზნით.
8. არ უნდა იქნეს მიღებული დამატებითი შეზღუდვები შეფუთული კვერცხის და იმ შინაური ფრინველის ხორცის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომელიც ექვემდებარება დაკვლას წინამდებარე დანართის შესაბამისად.
9. წევრი სახელმწიფოებიდან შინაური ფრინველის (მათ შორის, ერთი დღის ასაკის წიწილების), ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილება გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან 54-ე მუხლის თანახმად გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმის დამტკიცებამდე და გაერთიანების დამატებითი ღონისძიებების შეზღუდვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს ნებადართულია მიმღები წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
დანართი X
(მითითებულია 62(1)-ე მუხლში)
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის კრიტერიუმები
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ შემდეგ კრიტერიუმებს:
1. აუცილებელია კრიზისული ცენტრის შექმნა ეროვნულ დონეზე, რომელიც კოორდინაციას გაუწევს კონტროლის ყველა ღონისძიებას წევრ სახელმწიფოში;
2. წარმოდგენილი უნდა იქნეს დაავადებათა კონტროლის იმ ადგილობრივი ცენტრების სია, რომელთაც აქვთ საჭირო ტექნიკური საშუალებები დაავადებათა კონტროლის ზომების ადგილობრივ დონეზე კოორდინირებისათვის;
3. წარმოდგენილი უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია იმ პერსონალის შესახებ, რომელიც ჩართულია კონტროლის ღონისძიებებში, ასევე მათი პროფესიული უნარების, მოვალეობებისა და მათთვის შემუშავებული მითითებების შესახებ, პირადი დაცვის საჭიროებისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ფრინველის გრიპით გამოწვეული პოტენციურ რისკის გათვალისწინებით;
4. დაავადებათა კონტროლის თითოეულ ადგილობრივ ცენტრს უნდა შეეძლოს სწრაფად დაკავშირება იმ ადამიანებთან ან ორგანიზაციებთან, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან აფეთქებასთან;
5. დაავადების კონტროლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები;
6. წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური მითითებები ინფექციაზე ან დასნებოვნებაზე ეჭვის ან მათი დადასტურების შემთხვევაში მისაღები ზომების, მათ შორის ტანხორცის განადგურების შემოთავაზებული მეთოდების შესახებ;
7. უნდა შეიქმნას პროფესიული მომზადების პროგრამები საველე და ადმინისტრაციულ პროცედურებში უნარების შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით;
8. დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს უნდა ჰქონდეს აღჭურვილობა სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის ჩასატარებლად, სეროლოგიისა და ჰისტოლოგიის საჭირო შესაძლებლობები და ა.შ., და უნდა გააჩნდეს პროფესიული უნარები სწრაფი დიაგნოსტიკისთვის.
მიღებული უნდა იქნეს ზომები ნიმუშების სწრაფი ტრანსპორტირებისთვის.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, ასევე უნდა შეიცავდეს მოკლე მონახაზს ლაბორატორიის მიერ ტესტების ჩატარების საწარმოო შესაძლებლობებისა და აფეთქებასთან გასამკლავებლად საჭირო არსებული რესურსების შესახებ;
9. უნდა შემუშავდეს ვაქცინაციის გეგმა, რომელშიც განხილული იქნება რამდენიმე სცენარი, და მითითებული იქნება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის პოპულაცია, რომელსაც შესაძლოა ჩაუტარდეს ვაქცინაცია, საჭირო ვაქცინის სავარაუდო რაოდენობა და მისი ხელმისაწვდომობა.
10. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათ ტერიტორიაზე კომერციული შინაური ფრინველის სადგომების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამ სფეროში გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილი სხვა შესაბამისი სამართლის ნორმების შეზღუდვის გარეშე.
11. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის აღიარება.
12. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შინაური ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის მქონე ზონების იდენტიფიცირება.
13. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლებრივი უფლებები, რომელიც საჭიროა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების განსახორციელებლად.
დანართი XI
კორელაციის ცხრილი
ეს დირექტივა
დირექტივა 92/40/E