1. საიმპლემენტაციო და გარდამავალი ზომები, რომელიც საჭიროა წინამდებარე რეგულაციის ერთიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად 62(2)-ე მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად. კერძოდ, აღნიშნული შეეხება შემდეგს:
(a) მაკონტროლებელი ამოცანების დელეგირება რათა მოხდეს მე-5 მუხლში მოხსენიებული ორგანოების კონტროლი, იმ შემთხვევაში როდესაც აღნიშნული მაკონტროლებელი ორგანოები მოქმედებდნენ წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე;
(b) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ეხება მე-12(2) მუხლში მოხსენიებულ სტანდარტებს;
(c) შეუსაბამობა, რომელიც მოხსენიებულია 28-ე მუხლში, რომელიც გამოიწვევს ხარჯებს დამატებითი სახელმწიფო კონტროლიდან გამომდინარე;
(d) 54-ე მუხლის თანახმად გაწეული დანახარჯები;
(e) სახელმწიფო კონტროლის ჩატარებისთვის განსაზღვრული მიკრობიოლოგიური, ფიზიკური ან/და ქიმიური ანალიზის წესები, განსაკუთრებით, რისკის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის მესამე ქვეყნიდან პროდუქტების უსაფრთხოების ზედამხედველობის ჩათვლით.
(F) იმის დადგენა თუ რა სახის ცხოველის საკვები უნდა იქნეს მიჩნეული ცხოველური წარმოშობის სავებად წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის.
2. რეგულაციების (EEC) No2092/91, (EEC) No 2081/92 და (EEC) No 2082/92 სპეციფიური ხასიათის გათვალისწინების მიზნით, სპეციალური ზომები, რომელიც უნდა იქნეს მიღებული 62(3)-ე მუხლში განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეიძლება მოითხოვდეს წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრული წესების შეუსრულებლობას ან კორექტირება