წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში მისი გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.
წინამდებარე რეგულაცია გამოიყენება 2006 წლის 1 იანვრიდან.
თუმცა, 27-ე და 28-ე მუხლები ძალაში შედის 2007 წლის 1 იანვრიდან.
წინამდებარე რეგულაცია მთლიანად სავალდებულოა და ის უშუალოდ ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე. შედგენილია სტრასბურგში 2004 წლის 29 აპრილს.
ევროპარლამენტის სახელით
თავმჯდომარე პ. კოქსი
საბჭოს სახელით
თავმჯდომარე მ. მაკდოუელი
დანართი I
მე-2(15) მუხლში მოხსენიებული ტერიტორიები
1. ბელგიის სამეფოს ტერიტორია;
2. დანიის სამეფოს ტერიტორია, ფაროს კუნძულებისა და გრენლანდიის გარდა;
3. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ტერიტორია;
4. ესპანეთის სამეფოს ტერიტორიები ცეუტას და მელილას გარდა;
5. საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორია;
6. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია;
7. ირლანდიის ტერიტორია;
8. იტალიის რესპუბლიკის ტერიტორია;
9. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორია;
10. ევროპაში ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია;
11. პორტუგალიის რესპუბლიკის ტერიტორია;
12. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორია;
13. ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორია;
14. ფინეთის რესპუბლიკის ტერიტორია;
15. შვედეთის სამეფოს ტერიტორია.
დანართი II
უფლებამოსილი ორგანოები
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის სწავლების საგანი
1. კონტროლის სხვადასხვა მეთოდები, როგორიცაა აუდიტი, ნიმუშის აღება და ინსპექტირება.
2. კონტროლის პროცედურები.
3. კანონი ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ.
4. წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის სხვადასხვა საფეხურები, ასევე, ადამიანთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო რისკები და, საჭიროების შემთხვევაში, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობისა და გარემოსთან დაკავშირებული შესაძლო რისკები.
5. ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან შეუსაბამობის შეფასება.
6. ცხოველის საკვებისა და სურსათის წარმოებასთან დაკავშირებული საფრთხეები.
7. HACCP პროცედურების გამოყენების შეფასება.
8. მენეჯმენტის სისტემების, როგორიცაა ხარისხის კონტროლის პროგრამები ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესის ფუნქციონირებისა და მათი შეფასების უზრუნველსაყოფად ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის მოთხოვნებთან მიმართებაში.
9. ოფიციალური სერტიფიცირების სისტემები.
10. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები, წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას შორის კომუნიკაციის ჩათვლით.
11. სასამართლო პროცესები და სახელმწიფო კონტროლის სხვა შედეგები.
12. წერილობითი, დოკუმენტირებული მასალისა და სხვა ჩანაწერების შემოწმება, მათ შორის პროფესიული ტესტირების, აკრედიტაციისა და რისკის შეფასების მასალების ჩათვლით, რომელიც საჭიროა ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად, რაც შესაძლოა შეიცავდეს ფინანსურ და კომერციულ ასპექტებსაც.
13. ნებისმიერი სხვა სფერო, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად ჩასატარებლად.
კონტროლის პროცედურებს დაქვემდებარებული სფეროები
1. უფლებამოსილი ორგანოს მოწყობა და ურთიერთობები ცენტრალურ უფლებამოსილ ორგანოსა და იმ ორგანოებს შორის, რომელთათვისაც ხდება ამოცანების დელეგირება სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად.
2. ურთიერთობა უფლებამოსილ ორგანოებს და იმ მაკონტროლებელ ორგანოებს შორის, რომელთათვისაც მოხდა ამოცანების დელეგირება სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით.
3. განცხადება მისაღწევი მიზნების შესახებ.
4. პერსონალისთვის მიცემული დავალებები, პერსონალის პასუხისმგებლობები და მოვალეობები.
5. ნიმუშის აღების პროცედურები, კონტროლის მეთოდები და ტექნიკა, შედეგების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებები.
6. მონიტორინგისა და კვლევის პროგრამები.
7. ურთიერთდახმარება იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო კონტროლი საქმეში ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოს ჩართვას მოითხოვს.
8. სახელმწიფო კონტროლის შემდგომ განსახორციელებელი ქმედებები.
9. თანამშრომლობა სხვა სამსახურებთან ან დეპარტამენტებთან, რომლთაც გააჩნიათ მსგავსი პასუხისმგებლობები.
10. ნიმუშების აღების, ანალიზის და გამოსავლენი ტესტების მეთოდების შესატყვისობის გადამოწმება.
11. სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ნებისმიერი სხვა ქმედება ან ინფორმაცია.
დანართი III
ანალიზის მეთოდების დახასიათება
1. ანალიზის მეთოდები უნდა ხასიათდებოდეს შემდეგი კრიტერიუმებით:
(a) სიზუსტე;
(b) გამოყენებადობა (მატრიცა და კონცენტრაციის დონე);
(c) გამოვლენის ზღვარი;
(d) განსაზღვრის ზღვარი;
(e) სიზუსტე;
(f) განმეორებადობა;
(g) რეპროდუქციულობა;
(h) აღდგენადობა;
(i) შერჩევითობა;
(j) მგრძნობელობა;
(k) სწორხაზოვნება;
(l) გაზომვების არაერთგვაროვნება;
(m) სხვა კრიტერიუმები, რომელიც მოთხოვნისამებრ შეირჩევა.
2. 1(e)-ელ პუნქტში მოხსენიებული სიზუსტის მაჩვენებელი მიიღწევა ერთობლივი ცდების შედეგად, რომლებიც ტარდება ერთობლივი ცდების შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლის თანახმად (მაგ.: ISO 5725:1994 ან IUPAC საერთაშორისო ჰარმონიზებული პროტოკოლი) ან, იმ შემთხვევებში რომელთათვისაც შემუშავებულ იქნა ანალიტიკური მეთოდების შესრულების კრიტერიუმები, ცდები ეფუძნება კრიტერიუმებთან შესაბამისობის ტესტებს. განმეორებადობისა და რეპროდუქტიულობის მაჩვენებლები შეიძლება გამოხატულ იქნეს საერთაშორისოდ მიღებული ფორმით (მაგ.: 95%-იანი სანდოობის ინტერვალი ISO 5725:1994 ან IUPAC შესაბამისად). ერთობლივი ცდების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს და საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
3. ანალიზის მეთოდებს, რომელიც გამოიყენება ერთნაირად საქონლის სხვადასხვა ჯგუფებისთვის, უნდა მიეცეს უპირატესობა იმ მეთოდებთან შედარებით, რომელიც მხოლოდ ერთი ცალკეული სახის საქონლისთვის გამოიყენება.
4. როდესაც ანალიზის მეთოდების ვალიდურობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთ ცალკეულ ლაბორატორიაში, მათი ვალიდურობა უნდა დადგინდეს მაგ: IUPAC ჰარმონიზებული ინსტრუქციების თანახმად, ან თუ ანალიზის მეთოდების განხორციელების კრიტერიუმები დადგენილია, ის უნდა დაეყრდნოს კრიტერიუმებთან შესაბამისობის ტესტებს.
5. წინამდებარე რეგულაციით მიღებული ანალიზის მეთოდები უნდა დაკორექტირდეს ISO-ს მიერ რეკომენდირებული ანალიზის მეთოდების სტანდარტული ფორმით.
დანართი IV
სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა და გადასახადებისა და მოსაკრებლების მინიმალური კოეფიციენტები გაერთიანების დაწესებულებებთან მიმართებაში
ქვეთავი A
საქმიანობა
1. საქმიანობა, რომელიც მოცემულია დირექტივებში 89/662/EC, 90/425/EEC, 93/119/EC და 96/23/EC, რომლისთვისაც წევრი სახელმწიფოები ამჟამად ახდევინებენ გადასახადს დირექტივის 85/73/EEC შესაბამისად.
2. ცხოველის საკვების დამტკიცება.
ქვეთავი B
მინიმალური ტარიფები
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ სულ მცირე თანამდევი მინიმალური გადასახადები ან მოსაკრებლები ქვემოთ დასახელებული საქონლის სიის კონტროლთან დაკავშირებით
ცხოველთა დაკვლის ინსპექციისათვის დადგენილი გადასახადებისა და სახდელების მინიმალური ტარიფი
(a) საქონლის ხორცი
– ზრდასრული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 5 ევრო/პირუტყვი
– ახალგაზრდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 2 ევრო/პირუტყვი
(b) კენტ – ჩლიქიანები 3 ევრო/პირუტყვი
(c) გოჭის ხორცი: დაუფეშხოებელი ნაკლავის წონა
– 25 კილოზე ნაკლები: 0,5 ევრო/პირუტყვი
– 25 კილო ან მეტი: 1 ევრო/პირუტყვი
(d) ცხვრის ხორცი და თხის ხორცი: დაუფეშხოებელი ნაკლავის წონა
– 12 კილოზე ნაკლები: 0,15 ევრო/პირუტყვი
– 12 კილო ან მეტი: 0,25 ევრო/პირუტყვი
(e) ფრინველის ხორცი
– შინაური ქათმის და ციცრების გვარის ფრინველი: 0 005 ევრო/პირუტყვი
– იხვები და ბატები: 0,01 ევრო/პირუტყვი
– ინდაური: 0 025 ევრო/პირუტყვი
– შინაური კურდღლის ხორცი: 0,005 ევრო/პირუტყვი
საჭრელი საწარმოების კონტროლისთვის დადგენილი გადასახადებისა და სახდელების მინიმალური ტარიფი
1 ტონა ხორცზე:
– საქონლის, ხბოს, ღორის, კენტ-ჩლიქიანების, ცხვრის და თხის ხორცი 2 ევრო
– ფრინველის ხორცი და შინაური კურდღლის ხორცი 1,5 ევრო
– შინაური და გარეული ნანადირევი:
• მცირე ზომის ნანადირევი ფრინველი და ხმელეთის ნანადირევი 1,5 ევრო
• უტროპო ფრინველების ხორცი(სირაქლემა, ემუ, ნანდუ): 3 ევრო
• ტახი და მცოხნავი ცხოველები: 2 ევრო
ნანადირევის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის დადგენილი გადასახადებისა და სახდელების მინიმალური ტარიფი
(a) მცირე ზომის ნანადირევი ფრინველი: 0,005 ევრო/ცხოველი
(b) პატარა ზომის ხმელეთის ნანადირევი: 0,01 EUR/ცხოველი
(c) უტროპო ფრინველი: 0,5 ევრო/ცხოველი
(d) ხმელეთის ძუძუმწოვრები:
• ტახი: 1,5 ევრო/ცხოველი
• მცოხნავი ცხოველები: 0,5 ევრო/ცხოველი
რძის წარმოებაზე დადგენილი გადასახადებისა და სახდელების მინიმალური ტარიფი
• 1 ევრო 30 ტონაზე; და
• 0.5 ევრო ტონაზე 30 ტონაზე მეტის შემთხვევაში.
წარმოებასა და ბაზარზე გატანისათვის დადგენილი გადასახადებისა და სახდელების მინიმალური ტარიფი თევზისა და ზღვის პროდუქტებისათვის
(a) თევზისა და ზღვის პროდუქტების პირველადი განთავსება ბაზარზე:
• 1 ევრო ტონაზე, პირველი 50 ტონის შემთხვევაში ერთი თვის პერიოდში;
• 0,5 ევრო ტონაზე, აღნიშნულის შემდეგ.
(b) პირველი გაყიდვა თევზის ბაზარზე:
• 1 ევრო ტონაზე, პირველი 50 ტონის შემთხვევაში ერთი თვის პერიოდში;
• 0,25 ევრო ტონაზე, აღნიშნულის შემდეგ.
(c) პირველი გაყიდვა რეგულაციების (EEC) No 103/76 და No 104/76 შესაბამისად დადგენილი პროდუქტის სიახლის ან/და ზომის გრადაციის უქონლობის ან არასაკმარისი დონის შემთხვევაში:
• 1 ევრო ტონაზე პირველი 50 ტონის შემთხვევაში ერთი თვის პერიოდში;
• 0,5 ევრო ტონაზე აღნიშნულის შემდეგ.
გადასახადები, რომელთა გადახდაც ხდება საბჭოს რეგულაციაში (EEC) No 3703/85 მოხსენიებული ჯიშებისათვის, არ უნდა აჭარბებდეს 50 ევროს თითო პარტიაზე.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ 0.5 ევრო/ტონაზე გადასახადი თევზისა და ზღვის პროდუქტების დამუშავებისთვის.
დანართი V
გაერთიანების ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის და ცოცხალი ცხოველების სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა და გადასახადებისა და მოსაკრებლების მინიმალური ტარიფები
ქვეთავი A
საქმიანობა ან კონტროლი
საქმიანობა, რომელიც მოცემულია დირექტივებში 97/78/EC და 91/496/EEC და რომლისთვისაც წევრი სახელმწიფოები ამჟამად ახდევინებენ გადასახადს დირექტივის 85/73/EEC შესაბამისად.
ქვეთავი B
გადასახადები და მოსაკრებლები
იმპორტირებულ ხორცზე დაწესებული გადასახადები
იმპორტირებულ ხორცის პარტიაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური გადასახადის ტარიფი შემდეგია:
– 55 ევრო პარტიაზე, 6 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; და
– 9 ევრო პარტიაზე 46 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; ან
– 420 ევრო პარტიაზე 46 ტონაზე მეტის შემთხვევაში.
იმპორტირებულ თევზის პროდუქტებზე დაწესებული გადასახადები
1. იმპორტირებული თევზის პროდუქტების პარტიაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური ფიქსირებული გადასახადი არის შემდეგი:
– 55 ევრო პარტიაზე, 6 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში და
– 9 ევრო პარტიაზე 46 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; ან
– 420 ევრო პარტიაზე 46 ტონაზე მეტის შემთხვევაში.
2. იმპორტირებული თევზის პროდუქტების პარტიაზე, რომელიც შემოტანილია როგორც საცალო ტვირთი, დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური გადასახადი არის შემდეგი:
– 600 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 500 ტონამდე თევზის პროდუქტი,– 120 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 1000 ტონამდე თევზის პროდუქტი,– 2400 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 2000 ტონამდე თევზის პროდუქტი,– 3600 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 2000 ტონაზე მეტი ოდენობის თევზის პროდუქტი.
3. IV დანართის B ქვეთავის V თავის (a) ქვეპუნქტში მოცემული დებულებები ვრცელდება თევზის პროდუქტზე, რომელიც დაჭერილია ბუნებრივ გარემოში მესამე ქვეყნის დროშით მცურავი გემის მიერ.
ხორცის პროდუქტებზე, ფრინველის ხორცზე, გარეული ნანადირევის ხორცზე, კურდღლის ხორცზე, შინაური ნანადირევის ხორცზე ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტებზე და ცხოველების საკვებზე დაწესებული გადასახადები და მოსაკრებლები
1. იმპორტირებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების პარტიაზე, რომელიც არ არის მოხსენიებული I და II თავებში, ან ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტებზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური გადასახადი არის შემდეგი:
– 55 ევრო პარტიაზე, 6 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; და
– 9 ევრო პარტიაზე 46 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; ან
– 420 ევრო პარტიაზე 46 ტონაზე მეტის შემთხვევაში.
2. იმპორტირებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების პარტიაზე, რომელიც არ არის მოხსენიებული I და II თავებში ან ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტებზე, რომელიც შემოტანილია საცალო ტვირთის სახით, დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური გადასახადი არის შემდეგი:
– 600 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 500 ტონამდე აღნიშნული პროდუქტების შემცველი ტვირთი;
– 1200 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 1000 ტონამდე აღნიშნული პროდუქტების შემცველი ტვირთი;
– 2400 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 2000 ტონამდე აღნიშნული პროდუქტების შემცველი ტვირთი;
– 2400 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 2000 ტონამდე აღნიშნული პროდუქტების შემცველი ტვირთი.
გაერთიანების ტერიტორიაზე ტრანზიტით მოძრავ საქონელსა და ცოცხალ ცხოველებზე დაწესებული გადასახადები
გაერთიანების ტერიტორიაზე ტრანზიტით მოძრავი საქონლისა და ცოცხალი ცხოველების სახელმწიფო კონტროლზე დაწესებული გადასახადების რაოდენობა უტოლდება მინიმუმ 30 ევროს და შეიძლება გაიზარდოს 20 ევროთი საათის ყოველ მეოთხედში კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის თითოეული წევრისთვის.
იმპორტირებულ ცოცხალ ცხოველებზე დაწესებული გადასახადები
1. ცოცხალი ცხოველების პარტიაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური გადასახადი არის შემდეგი:
(a) მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე, კენტ-ჩლიქიანებზე, ღორებზე, ცხვრებზე, თხებზე, ფრინველზე, კურდღელზე და მცირე ზომის ნანადირევ ფრინველზე ან ხმელეთის ნადავლზე და ხმელეთის ძუძუმწოვრებზე, როგორიცაა ტახი და მცოხნავი ცხოველები, დაწესებული გადასახადი:
– 55 ევრო პარტიაზე, 6 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; და
– 9 ევრო პარტიაზე 46 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; ან
– 420 ევრო პარტიაზე 46 ტონაზე მეტის შემთხვევაში.
(b) სხვა ჯიშის ცხოველებზე, რომელთა ინსპექტირების რეალური ღირებულება გამოიხატება იმპორტირებულ თითო ცხოველზე ან ერთ ტონაზე, დაწესებული გადასახადი არის შემდეგი:
– 55 ევრო პარტიაზე, 46 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; ან
– 420 ევრო პარტიაზე 46 ტონაზე მეტის შემთხვევაში.
მიიჩნევა, რომ აღნიშნული მინიმუმი არ ვრცელდება იმ ჯიშების იმპორტზე, რომელიც მოხსენიებულია საბჭოს დირექტივაში 92/432/EEC.
2. წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია, და დირექტივის 89/662/EEC მე-18 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შესაძლებელია დაწესდეს ნაკლები გადასახადი გარკვეული მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტზე.
დანართი VI
გადასახადის გამოთვლისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები
1. სახელმწიფო კონტროლში ჩართული პერსონალის ხელფასები.
2. სახელმწიფო კონტროლში ჩართული პერსონალის მიერ გაწეული ხარჯები, მათ შორის ხარჯები ნაგებობებზე, ხელსაწყოებზე, აღჭურვილობაზე, სასწავლო პროგრამებზე, მოგზაურობაზე და მათთან დაკავშირებული ხარჯები.
3. ლაბორატორიული ანალიზის და ნიმუშების აღების ხარჯები.
დანართი VII
გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიები
I. ცხოველების საკვებისა და სურსათის რეფერალური ლაბორატორიები გაერთიანების ტერიტორიაზე
1. რძისა და სურსათის რეფერალური ლაბორატორიები გაერთიანების ტერიტორიაზე
AFSSA-LERHQA
94700 მაისონს-ალფორტი
საფრანგეთი
2. ზოონოზების ანალიზისა და ტესტირების რეფერალური ლაბორატორიები (სალმონელა) გაერთიანების ტერიტორიაზე
Rijksinstituut voor Volksgezondheid en Milieu (RIVM)
3720 BA ბილთოვენი, ნიდერლანდები
3. ზღვის ბიოტოქსინების მონიტორინგის რეფერალური ლაბორატორია გაერთიანების ტერიტორიაზე
Community reference laboratory for the monitoring of marine biotoxins
Ministerio de Sanidad y Consumo, ვიგო, ესპანეთი.
4. ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების ვირუსული და ბაქტეოროლოგიური დაბინძურების მონიტორინგის რეფერალური ლაბორატორია გაერთიანების ტერიტორიაზე.
გარემოს, თევზსაშენებისა და აკვაკულტურის ცენტრის ლაბორატორია,უეიმუტი, გაერთიანებული სამეფო.
5. ნარჩენების რეფერალური ლაბორატორიები გაერთიანების ტერიტორიაზე
(a) საბჭოს დირექტივის 96/23/EC I დანართის, A1, 2, 3, 4 ჯგუფში, B2(d) ჯგუფსა და B3(d) ჯგუფში ჩამოთვლილი ნარჩენებისათვის;
Rijksinstituut voor Volksgezondheid en Milieu (RIVM) NL-3720 BA
ბილთოვენი, ნიდერლანდები
(b) საბჭოს დირექტივის 96/23/EC I დანართის, B1, და B3(e) ჯგუფში ჩამოთვლილი ნარჩენებისათვის და კარბადოქსის და ოქვიდონქსის ლაბორატორიები:
Laboratoires d'études et de recherches sur les médicaments vétérinaires et les désinfectants
AFSSA - Site de Fougères
BP 90203, საფრანგეთი
(c) საბჭოს დირექტივის 96/23/EC I დანართის, A5, და B2(a), (b), (e) ჯგუფში ჩამოთვლილი ნარჩენებისათვის
Bundesamt für Verbraucherschutz und Lebensmittelsicherheit (BVL) Postfach 140162
53056 ბონი, გერმანია
(d) საბჭოს დირექტივის 96/23/EC I დანართის, B2(c) და B3(a), (b), (c) ჯგუფში ჩამოთვლილი ნარჩენებისათვის:
Instituto Superiore di Sanità
I-00161-რომი, იტალია
6. გადამდები ღრუბლისებური ენცეფალოპათიის რეფერალური ლაბორატორია (TSEs), რომელიც მოხსენიებულია რეგულაციის (EC) No 999/2001 X დანართის B თავში.
7. ცხოველთა კვებაში გამოყენებული დანამატების რეფერალური ლაბორატორია, რომელიც მოხსენიებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 22 სექტემბრის რეგულაციაში (EC) 1831/2003 ცხოველთა კვებაში გამოყენებული დანამატების შესახებ(42).
8. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (GMO) რეფერალური ლაბორატორია, რომელიც მოხსენიებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 22 სექტემბრის რეგულაციის (EC) No 1829/2003 დანართში გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველების საკვებისა და სურსათის შესახებ(43).
9. კვების პროდუქტებთან შეხებისათვის გამიზნული მასალის რეფერალური ლაბორატორია გაერთიანების ტერიტორიაზე კომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრი
II. ცხოველების ჯანმრთელობის რეფერალური ლაბორატორიები გაერთიანების ტერიტორიაზე
61-ე მუხლის შესაბამისად ძალაში მყოფი განმახორციელებელი წესები
1. განმახორციელებელი წესები, რომელიც ეფუძნება დირექტივას 70/373/EEC გაერთიანებისათვის კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ჩასატარებლად ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ.
(a) კომისიის 1971 წლის 15 ივნისის პირველი დირექტივა 71/250/EEC, რომელიც გაერთიანებისთვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(44);
(b) კომისიის 1971 წლის 18 ნოემბრის მეორე დირექტივა 71/393/EEC რომელიც ადგენს გაერთიანებისათვის კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(45);
(c) კომისიის 1972 წლის 27 აპრილის მესამე დირექტივა 72/199/EEC, რომელიც ადგენს გაერთიანებისათვის კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(46);
(d) კომისიის 1972 წლის 5 დეკემბრის მეოთხე დირექტივა 73/46/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(47);
(e) კომისიის 1976 წლის 1 მარტის პირველი დირექტივა 76/371/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(48);
(f) კომისიის 1976 წლის 1 მარტის მეშვიდე დირექტივა 73/372/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(49);
(g) კომისიის 1978 წლის 15 ივნისის მერვე დირექტივა 78/633/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(50);
(h) კომისიის 1981 წლის 1 ივლისის მეცხრე დირექტივა 81/715/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(51);
(i) კომისიის 1984 წლის 25 ივლისის მეათე დირექტივა 84/425/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(52);
(j) კომისიის 1993 წლის 28 ივლისის მეთერთმეტე დირექტივა 93/70/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(53);
(k) კომისიის 1993 წლის 17 დეკემბრის მეთორმეტე დირექტივა 93/117/EEC რომელიც ადგენს გაერთიანებისათვის კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(54);
(l) კომისიის 1998 წლის 3 სექტემბრის დირექტივა 98/64/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს ამინო მჟავების, ცხოველების საკვებ პროდუქტში არსებული ნედლი ზეთების და ცხიმების და ოქვინდოქსის განსაზღვრისთვის საჭირო ანალიზის მეთოდებს(55);
(m) კომისიის 2003 წლის 23 დეკემბრის დირექტივა 2003/126/EC, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის ძირითადი შემადგენლების განსაზღვრისთვის საჭირო ანალიტიკურ მეთოდებს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლისათვის(56);
(n) კომისიის 1999 წლის 20 აპრილის დირექტივა 1999/27/EC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს ანალიზის მეთოდებს ცხოველის საკვების პროდუქტებში ამპროლიუმის, დიკლაზურილი და კარბადოქსის განსაზღვრისათვის(57);
(o) კომისიის 1999 წლის 23 ივლისის დირექტივა 1999/27/EC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს ანალიზის მეთოდებს ცხოველების საკვების პროდუქტებში ლასალოციდის განსაზღვრისთვის(58);
(p) კომისიის 2000 წლის 6 ივლისის დირექტივა 2000/45/EC რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს ანალიზის მეთოდებს ცხოველების საკვების პროდუქტებში ვიტამინი A, ვიტამინი E და ტრიფტოფანიის განსაზღვრისათვის(59);
(q) 2002 წლის 26 ივლისის დირექტივა 2002/70/EC, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ცხოველების საკვების პროდუქტებში დიოქსინის და დიოქსინის მსგავსი PCB-ს განსაზღვრისათვის(60).
2. განმახორციელებელი წესები, რომლებიც ეფუძნება 1995 წლის 25 ოქტომბრის დირექტივას 95/53/EC, რომელსაც ცვლილებები შეაქვს ცხოველთა კვების სფეროში სახელმწიფო ორგანიზების რეგულირების პრინციპებში.
კომისიის 1998 წლის 10 სექტემბრის დირექტივა 98/68/EC, რომელიც განსაზღვრავს საბჭოს დირექტივის 95/53/EC მე-9(1) მუხლში მოხსენიებულ სტანდარტულ დოკუმენტს და მესამე ქვეყნებიდან ცხოველების საკვები პროდუქტების გაერთიანების ტერიტორიაზე შემოტანის შემოწმების კონკრეტულ წესებს(61).
1 ოფიციალური ბიულეტენი, C 234, 30.09.2003, გვ. 25;
2 ოფიციალური ბიულეტენი, C 23, 27.01.2004, გვ. 14;
3 ევროპარლამენტის 2004 წლის 9 მარტის მოსაზრება (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში) და საბჭოს 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
4 ოფიციალური ბიულეტენი, L 31, 01.02.2002, გვ. 1. რეგულაცია, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა რეგულაციის (EC) No 1642/2003 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 245, 29.09.2003, გვ. 4);
5 ოფიციალური ბიულეტენი, L 169, 10.07.2000, გვ. 1. დირექტივა 2004/31/EC დირექტივით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 85, 23.03.2004, გვ. 18);
6 ოფიციალური ბიულეტენი, L 198, 22.07.1991, გვ. 1. რეგულაცია (EC) No 392/2004 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 65, 03.03.2004, გვ. 1);
7 ოფიციალური ბიულეტენი, L 208, 24.07.1992, გვ. 1. რეგულაცია (EC) No 806/2003 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 122, 16.05.2003, გვ. 1);
8 ოფიციალური ბიულეტენი, L 208, 24. 07.1992, გვ. 9. რეგულაცია, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაცია (EC) No 806/2003 შესაბამისად
9 საბჭოს 1997 წლის 18 დეკემბრის დირექტივა 97/78//EC, რომელიც განსაზღვრავს მესამე ქვეყნებიდან გაერთიანების ტერიტორიაზე შემოტანილ პროდუქტებზე ვეტერინარული შემოწმების ჩატარების რეგულირების პრინციპებს (ოფიციალური ბიულეტენი, L 24, 30.01.1998, გვ.9);
10 საბჭოს 1991 წლის 15 ივლისის დირექტივა 91/496/EEC, რომელიც განსაზღვრავს მესამე ქვეყნებიდან გაერთიანების ტერიტორიაზე შემოყვანილ ცხოველებზე ვეტერინარული შემოწმების ჩატარების რეგულირების პრინციპებს (ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 24.09.1991, გვ.56). დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება დირექტივის 96/43/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 162, 01.07.1996. გვ.1) შესაბამისად;
11 ოფიციალური ბიულეტენი, L 265, 08.11.1995, გვ. 17. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივით 2001/46/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 234, 01.09.2001, გვ. 55);
12 ოფიციალური ბიულეტენი, L 302, 19.10.1992, გვ. 1. რეგულაცია, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილებები ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაციის (EC) No 2700/2000 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 311, 12.12.2000, გვ. 17);
13 ოფიციალური ბიულეტენი, L 40, 17.02.1993, გვ. 1. რეგულაცია, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 806/2003 შესაბამისად;
14 ოფიციალური ბიულეტენი, მიუთითეთ რეგულაცია;
15 ოფიციალური ბიულეტენი, L 332, 30.12.1995, გვ. 15. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება დირექტივის (EC) No 806/2003 შესაბამისად;
16 საბჭოს 1996 წლის 29 აპრილის დირექტივა 96/22/EC, რომელიც ეხება ჰორმონალური ან ტაიროსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერების ან ბეტა-აგონისტების გამოყენების აკრძალვას მეცხოველეობაში (ოფიციალური ბიულეტენი, L 125, 23.05.1996, გვ. 3. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 2003/74/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 262, 14.10.2003, გვ. 17);
17 საბჭოს 1996 წლის 29 აპრილის დირექტივა 96/23/EC ცოცხალ ცხოველებში და ცხოველურ პროდუქტებში გარკვეული ნივთიერებებისა და ნარჩენების მონიტორინგის ზომებზე (ოფიციალური ბიულეტენი, L 125, 23.05.1996, გვ. 10). დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება დირექტივის (EC) No 806/2003 შესაბამისად;
18 ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) No..../... (…) რომელიც ადგენს ადამიანის მოხმარებისთვის გამიზნული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისათვის სახელმწიფო კონტროლის ჩატარების კონკრეტულ წესებს (ოფიციალური ბიულეტენი: მიუთითეთ შესაბამისი რეგულაცია);
19 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 22 მაისის რეგულაცია (EC) No 999/2001 რომელიც ადგენს ზოგიერთი ტიპის გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალიტის პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესებს (ოფიციალური ბიულეტინი, L 147, 31.05.2001. გვ.1). რეგულაცია, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილებები რეგულაციის (EC) No 2245/2003 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 333, 20.12.2003, გვ. 28);
20 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 17 ნოემბრის რეგულაცია, (EC) No 2160/2001 სალმონელოზისა და სხვა საკვებით გადაცემადი ზოონოზური აგენტების კონტროლის შესახებ; (ოფიციალური ბიულეტენი L 325, 12.12.2003, გვ. 1);
21 საბჭოს 1986 წლის 24 ივლისის დირექტივა 86/362/EEC მარცვლეულ კულტურებში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის დადგენის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 221, 07.08.1986, გვ. 37). დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა კომისიის დირექტივის 2004/2/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 14, 21.01.2004, გვ. 10);
22 საბჭოს 1990 წლის 27 ნოემბრის დირექტივა 90/642/EEC მცენარეული წარმოშობის ზოგიერთ პროდუქტში, მათ შორის ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური ზღვარის დადგენის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 350, 14.12.1990, გვ. 71). დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა კომისიის დირექტივის (2004/2/EC) შესაბამისად;
23 კომისიის 1992 წლის 13 იანვრის დირექტივა 92/1/EEC ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სწრაფად გასაყინი საკვების გადამტანი სატრანსპორტო საშუალების, საწყობებისა და შესანახი ადგილების ტემპერატურის მონიტორინგის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 34, 11.02.1992, გვ. 28);
24 კომისიის 1992 წლის 13 იანვრის დირექტივა 92/2/EEC, რომელიც ადგენს ნიმუშის აღების წესს და გაერთიანების ანალიზის მეთოდებს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სწრაფად გასაყინი საკვების ტემპერატურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 34, 11.02.1992, გვ. 30);
25 საბჭოს 1970 წლის 20 ივლისის დირექტივა 70/373/EEC ნიმუშების აღების და ანალიზის გაერთიანების მეთოდების დაწესებაზე ცხოველის საკვები პროდუქტების სახელმწიფო კონტროლისათვის (ოფიციალური ბიულეტენი, L 170, 03.08.1970, გვ. 2). დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 807/2003 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 122, 16.05.2003, გვ. 36);
26 საბჭოს 1985 წლის 20 დეკემბრის დირექტივა 85/591/EEC ნიმუშების აღების და ანალიზის გაერთიანების მეთოდების დაწესებაზე ცხოველის საკვები პროდუქტების სახელმწიფო კონტროლისათვის (ოფიციალური ბიულეტენი, L 372, 31.12.1985, გვ. 50). დირექტივა, რომელშიც ბოლო ცვლილება შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EC) No 1882/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 284, 31.10.2003, გვ. 1);
27 1989 წლის 14 ივნისის საბჭოს დირექტივა 89/397/EEC საკვები პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 186, 30.06.1989, გვ. 23);
28 საბჭოს 1993 წლის 29 ოქტომბრის დირექტივა 93/99/EEC საკვები პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის დამატებითი ზომების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 290, 24.11.1993, გვ. 14). დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 1882/2003 შესაბამისად;
29 საბჭოს 1993 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება 93/383/EEC ზღვის ბიოტოქსინის მონიტორინგის რეფერალური ლაბორატორიების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 166, 08.07.1993, გვ. 31). დირექტივა, რომელშიც ცვლილება შევიდა გადაწყვეტილების 1999/312/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 120, 08.05.1999, გვ. 37);
30 საბჭოს 1996 წლის 25 ივნისის დირექტივა 96/43/EC რომელსაც შესწორებები შეაქვს დირექტივაში 85/73/EEC და ახდენს მის კონსოლიდაციას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ცოცხალი ცხოველებისა და კონკრეტული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ვეტერინარული ინსპექციების და კონტროლის დაფინანსება (ოფიციალური ბიულეტენი, L 162, 01.07.1996, გვ. 1);
31 საბჭოს 1998 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება 98/728/EC, რომელიც ეხება გაერთიანების მიერ დადგენილ გადასახადების სისტემას ცხოველის საკვების სექტორში (ოფიციალური ბიულეტენი, L 346, 22.12.1998, გვ. 51);
32 საბჭოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება 1999/313/EC ორსარქველიანი მოლუსკების ბაქტეოროლოგიული და ვირუსული დაბინძურების მონიტორინგის რეფერალური ლაბორატორიების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 120, 08.05.1999, p. 40);
33 ოფიციალური ბიულეტენი, L 184, 06.08.1999, გვ. 23;
34 ოფიციალური ბიულეტენი, L 281, 23.11.1995, გვ. 31. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 1882/2003 შესაბამისად;
35 ოფიციალური ბიულეტენი, L 145, 207.2001, გვ. 43;
36 შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში: მიუთითეთ რეგულაციის ნომერი წინა გვერდის N 1 სქოლიოდან;
37 ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაცია (EC) No..../...., რომელიც ადგენს ჰიგიენის კონკრეტულ წესებს ადამიანის მოხმარებისათვის გამიზნული ცხოველური წარმოშობის საკვებისათვის და შეაქვს შესწორება დირექტივებში 89/662/EEC და 91/67/EEC (ოფიციალური ბიულეტენი L....);
38 ოფიციალური ბიულეტენი, L 224, 18.08.1990, გვ. 19. გადაწყვეტილება, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 806/2003 შესაბამისად;
39 ოფიციალური ბიულეტენი, L 351, 02.12.1989, გვ. 34;
40 ოფიციალური ბიულეტენი, გთხოვთ მიუთითოთ რეგულაცია, დოკუმენტის დეკლარაციულ ნაწილში 45 (მე-2 და მე-3 სქოლიოს შორის);
41 ოფიციალური ბიულეტენი, L 340, 09.12.1976, გვ. 25;
42 ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 18.10.2003, გვ. 29;
43 ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 18.10.2003, გვ. 1;
44 ოფიციალური ბიულეტენი, L 155, 12.07.1971, გვ. 13. დირექტივა, რომელშიც ცვლილებები შევიდა დირექტივის 1999/27/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 118, 06.05.1999, გვ. 36);
45 ოფიციალური ბიულეტენი, L 279, 20.12.1971, გვ. 7. დირექტივა, რომელშიც ცვლილებები შევიდა დირექტივის 98/64/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 257, 19.09.1998, გვ 14);
46 ოფიციალური ბიულეტენი, L 123, 29.05.1972, გვ. 6. დირექტივა, რომელშიც ცვლილებები შევიდა დირექტივის 1999/79/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 209, 07.08.1999, გვ. 23);
47 ოფიციალური ბიულეტენი, L 83, 30.03, 1973, გვ. 21. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება კომისიის დირექტივის 1999/27/EC შესაბამისად;
48 ოფიციალური ბიულეტენი, L 102, 15.04.1976, გვ. 1;
49 ოფიციალური ბიულეტენი, L 102, 15.04.1976, გვ. 8. ბოლოს დირექტივით 94/14/EC შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, 94, 13.04.1994, გვ. 30);
50 ოფიციალური ბიულეტენი, L 206, 29.07.1978, გვ. 43. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა კომისიის დირექტივის 84/4/EEC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 15, 18.01.1984, გვ. 28);
51 ოფიციალური ბიულეტენი, L 257, 10.09.1981, გვ. 38;
52 ოფიციალური ბიულეტენი, L 238, 06.09.1984, გვ. 34;
53 ოფიციალური ბიულეტენი, L 234, 17.09.1993, გვ. 17;
54 ოფიციალური ბიულეტენი, L 329, 30.12.1993, გვ. 54;
55 ოფიციალური ბიულეტენი, L 257, 19.09.1998, გვ. 14;
56 ოფიციალური ბიულეტენი, L 339, 24.12.2003, გვ. 78;
57 ოფიციალური ბიულეტენი, L 118, 06.05.1999, გვ. 36;
58 ოფიციალური ბიულეტენი, L 207, 06.08.1999, გვ. 13;
59 ოფიციალური ბიულეტენი, L 174, 13.07.2000, გვ. 32;
60 ოფიციალური ბიულეტენი, L 209, 06.08.2002, გვ. 15;
61 ოფიციალური ბიულეტენი, L 261, 24.09.1998, გვ. 3