1. თანხები, რომელიც საჭიროა:
(a) წევრი სახელმწიფოების ექსპერტების მგზავრობისა და ტრანსპორტის ხარჯები, რომელთა გაღებაც მოხდა გაერთიანების მიერ მათი საკუთარი ექსპერტებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით დანიშვნის გამო 45(1)-ე მუხლის და 46(1)-ე მუხლის შესაბამისად;
(b) კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრენინგი 51-ე მუხლის შესაბამისად;
(c) წინამდებარე რეგულაციის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა სხვა ზომის დაფინანსების დამტკიცება უნდა მოხდეს ყოველწლიურად საბიუჯეტო პროცედურების ფარგლებში.
2. 1(c)-ელ აბზაცში მოხსენიებული ზომები შესაძლოა მოიცავდეს კონფერენციების ორგანიზებას, მონაცემთა ბაზის დაარსებას, ინფორმაციის გამოქვეყნებას, სწავლებისა და შეხვედრების ორგანიზებას, რომ მომზადდეს საკვები ქსელისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივი კომიტეტის სხდომები.
3. გაერთიანების მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერა და ფინანსური ხელშეწყობა 50-ე მუხლში მოხსენიებული აქტივობების ორგანიზების მიზნით შესაძლოა მინიჭებული იყოს კომისიისათვის ხელმისაწვდომი ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში.
დასკვნითი დებულე