1. დირექტივები 70/373/EEC, 85/591/EEC, 89/397/EEC და 95/53/EC და გადაწყვეტილებები 93/383/EEC, 98/728/EC და 1999/313/EC გამოცხადდეს ძალადაკარგულად 2006 წლის 1 იანვრიდან. დირექტივა 85/73/EEC გამოცხადდეს ძალადაკარგულად 2008 წლის 1 იანვრიდან.
2. მიუხედავად ამისა, ამ აქტების საფუძველზე მიღებული საიმპლემენტაციო წესები, კერძოდ კი VIII დანართში მითითებული წესები, დარჩება ძალაში თუ ისინი არ მოდის წინააღმდეგობაში წინამდებარე რეგულაციასთან, წინამდებარე რეგულაციით საჭირო დებულებების მიღებამდე.
3. მითითება გაუქმებულ აქტებზე მიჩნეულ იქნეს მითითებად წინამდებარე რეგულაციაზე.
(*) შენიშვნა ოფიციალური ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.
კარი IX
ზოგადი დებულება