1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოამზადონ წესები იმ სანქციებისათვის, რომლებიც გამოიყენება ცხოველის საკვებისა და სურსათის კანონის და გაერთიანების სხვა დებულებების დარღვევებისას, რომლებიც უკავშირდება ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას და მიიღონ აღნიშნული სანქციების განხორციელებისათვის საჭირო ყველა ზომა. აღნიშნული სანქციები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი.

2. წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ კომისიას იმ დებულებების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის დარღვევების შემთხვევაში და ასევე ნებისმიერი შესაბამისი შესწორებების თაობაზე.

თავი II

აღსრულების ზომები გაერთიანების ტერიტორია