1. 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად შემდეგი ხასიათის ზომები უნდა იქნეს მიღებული და დაცული, ვინაიდან ისინი აშკარა გავლენას ახდენენ განვითარებადი ქვეყნების მიერ წინამდებარე რეგულაციის დებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე:
(a) 47-ე და 48-ე მუხლებში მოცემულია გაერთიანების ტერიტორიაზე ექსპორტირებულ პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნების ეტაპობრივი შემოღება. აღნიშნული მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი უნდა შეფასდეს და იქნეს გათვალისწინებული, კონკრეტული ვადით მოთხოვნებისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების საჭიროების განსაზღვრისას. ეტაპობრივი შემოღება ასევე გაითვალისწინებს მე-2 აბზაცში მოცემული ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერებისას მიღწეულ პროგრესს;
(b) საჭიროებისამებრ, გაერთიანების ექსპერტების მიერ გაწეული დახმარება 47-ე მუხლში მითითებული ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
(c) განვითარებად ქვეყნებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
(d) იმ ინსტრუქციების შემუშავება, რომლებიც დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს გაერთიანების ტერიტორიაზე იმპორტირებულ პროდუქციაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში;
(e) განვითარებად ქვეყნებში გაერთიანების ექსპერტების გაგზავნა იმისათვის, რომ მათ დახმარება გასწიონ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას;
(f) განვითარებადი ქვეყნებიდან კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის მონაწილეობა 51-ე მუხლში მითითებულ სასწავლო კურსებში.
2. გაერთიანების განვითარების პოლიტიკის კონტექსტში, კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს განვითარებადი ქვეყნების მიმართ დახმარებას ზოგადად ცხოველის საკვებისა და სურსათის უვნებლობისა და, კონკრეტულად, ცხოველის საკვებისა და სურსათის სტანდარტების შესრულების თვალსაზრისით, რათა შექმნას მე-5, მე-12, 47-ე და 48 -ე მუხლებში მოცემული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინსტიტუციური პოტენციალი.
კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრეინინ