1. კომისიის ექსპერტებმა წევრ სახელმწიფოებში უნდა ჩაატარონ ზოგადი და კონკრეტული ხასიათის აუდიტორული შემოწმებები. კომისიამ საკუთარი ექსპერტების დასახმარებლად უნდა დანიშნოს ექსპერტები წევრი სახელმწიფოებიდან. ზოგადი და კონკრეტული აუდიტები უნდა ჩატარდეს წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით. ასეთი აუდიტები უნდა ხორციელდებოდეს რეგულარულად. მათი მთავარი მიზანი უნდა იყოს იმის გადამოწმება, რომ მთლიანობაში, სახელმწიფო კონტროლი წევრ სახელმწიფოებში ხორციელდებოდეს 41-ე მუხლში მითითებული მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმებისა და გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მიზნისათვის და ასევე კონტროლის ეფექტურობისა და ოპტიმალურობის უზრუნველსაყოფად, კომისიას ასეთი აუდიტების განხორციელებამდე შეუძლია მოითხოვოს წევრი სახელმწიფოების მიერ ეროვნული კონტროლის გეგმების განახლებული ვარიანტების დაუყონებლივ წარდგენა.

2. ერთ ან მეტ კონკრეტულ სფეროში ჩატარებული კონკრეტული აუდიტები და ინსპექციები შეიძლება თან ახლდეს ზოგად აუდიტებს. ამ კონკრეტული აუდიტებისა და ინსპექციების ძირითადი მიზანია:

(a) მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების, ცხოველთა საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობის განხორციელების შემოწმება. საჭიროების შემთხვევაში ისინი უნდა შეიცავდნენ სახელმწიფო სამსახურებისა და შესამოწმებელ სექტორთან დაკავშირებული აღჭურვილობის ადგილზე განხორციელებულ ინსპექციებს;

(b) გადამოწმდეს უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციონირება და ორგანიზაცია;

(c) გამოკვლეული იქნეს წევრი სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ან მწვავე პრობლემები;

(d) გამოკვლეული იქნეს საგანგებო სიტუაციები, ახლად წამოჭრილი პრობლემები ან მათი ახლებურად განვითარება წევრ სახელმწიფოებში.

3. კომისიამ უნდა წარადგინოს ანგარიში ყოველი განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ. მისი ანგარიში, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს წევრი სახელმწიფოებისათვის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონისა და ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესების შესრულების გაუმჯობესების შესახებ. კომისიის მიერ მომზადებული ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. წევრ სახელმწიფოში განხორციელებული კონტროლის ანგარიშების შემთხვევაში, კომისიამ ამ ანგარიშის პროექტი კომენტარებისათვის უნდა მიაწოდოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, მხედველობაში მიიღოს ეს კომენტარები საბოლოო ანგარიშის მომზადებისას და გამოაქვეყნოს უფლებამოსილი ორგანოს კომენტარები საბოლოო ანგარიშთან ერთად.

4. კომისიამ უნდა შეადგინოს კონტროლის წლიური პროგრამა, მიაწოდოს იგი წინასწარ წევრ სახელმწიფოებს და მისი შედეგების შესახებ მოამზადოს ანგარიში. კომისიას შეუძლია ცვლილებები შეიტანოს პროგრამაში საკვებისა და სურსათის უვნებლობის, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის და ცხოველთა კეთილდღეობის სფეროებში მიმდინარე სიახლეების გათვალისწინებით.

5. წევრმა სახელმწიფოებმა:

(a) გაერთიანების მიერ ჩატარებული კონტროლის შედეგად გაცემული რეკომენდაციების თანახმად უნდა მიიღონ შემდგომი შესაბამისი ზომები;

(b) უნდა გაუწიონ ყველანაირი საჭირო დახმარება, წარმოადგინონ ყველანაირი დოკუმენტაცია და უზრუნველყონ სხვა სახის ტექნიკური დახმარება, რომელსაც მოითხოვენ გაერთიანების ექსპერტები, კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით;

(c) უზრუნველყონ, რომ კომისიის ექსპერტებს ხელი მიუწვდებოდეთ ყველა საწარმოზე ან მათ ნაწილებზე და ინფორმაციაზე, კომპიუტერული სისტემების ჩათვლით, რომლებიც მათი მოვალეობების შესასრულებლადაა საჭირო.

6. წევრ სახელმწიფოებში შეიძლება მომზადდეს გაერთიანების მიერ კონტროლის ჩატარების დეტალური წესები ან შეტანილ იქნეს ცვლილებები 62(3)-ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისა