1. მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების დანერგვიდან ერთი წლის შემდეგ და შესაბამისად ყოველწლიურად, წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ანგარიში შემდეგის მითითებით:

(a) მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებები და დამატებები 42(3)-ე მუხლში მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით;

(b) წინა წელს განხორციელებული კონტროლისა და აუდიტის შედეგები მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების დებულებების თანახმად;

(c) აღმოჩენილი შეუსაბამობის შემთხვევების ტიპი და რაოდენობა;

(d) მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების ეფექტურად მუშაობისათვის საჭირო ზომები, მათ შორის სააღსრულებო მოქმედება და მისი შედეგები.

2. იმისათვის, რომ წინამდებარე ანგარიში სრული სახით იყოს წარმოდგენილი, კერძოდ კი ოფიციალური შემოწმების შედეგები, პირველ პუნქტში მოხსენიებულ ინფორმაციაში უნდა იყოს გათვალისწინებული კომისიის მიერ შესამუშავებელი ინსტრუქციები 62(2)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ საკუთარი ანგარიშების საბოლოო ვერსიის შემუშავება და მიაწოდონ ისინი კომისიას ანგარიშში მითითებული წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

4. პირველ აბზაცში მოხსენიებული ანგარიშების, 45-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგებისა და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით, კომისიამ უნდა მოამზადოს წლიური ანგარიში წევრ სახელმწიფოებში სახელმწიფო კონტროლის მუშაობის შესახებ. ეს ანგარიში საჭიროებისამებრ უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს:

(a) წევრ სახელმწიფოებში სახელმწიფო კონტროლისა და აუდიტის სისტემების შესაძლო გაუმჯობესებაზე მათ შორის მათი მოქმედების სფეროს, მართვისა და განხორციელების ჩათვლით;

(b) სხვადასხვა სექტორთან და ღონისძიებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ კონტროლის ზომებზე, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ჩართული მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმებში;

(c) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად გამიზნულ კოორდინირებულ გეგმებთან დაკავშირებით.

5. მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმები და შესაბამისი მითითებები საჭიროებისამებრ უნდა იქნეს ადაპტირებული კომისიის ანგარიშში მოცემული დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.

6. კომისიამ თავისი ანგარიში უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს და გახადოს იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი.

კარი VI

გაერთიანების მიერ განხორციელებული ღონისძიებები

თავი I

გაერთიანების მიერ განხორციელებული კონტრო